ამ დღის ამბავი

ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი ცესკოში

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი გუნდის მიერ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას” მხარდაჭერის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოვლენებს აკვირდება

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პარტიული კანდიდატი არ ეყოლება და მხარს რომელიმე დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს დაუჭერს. მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს ექნება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ამავე დროს ვაკვირდებით იმასაც, თუ რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენცია

ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სკანდალის ცენტრში მოექცა. კერძოდ, მისმა არაკორექტულმა გამონათქვამებმა ჟურნალისტების მისამართით საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კრიტიკით გამოვიდნენ წამყვანი ქართული ტელეკომპანიები, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ზურაბიშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

ამჟამად არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი ცესკოში 21–მა კანდიდატმა შეიტანა.

 

ნეტფლიქსი

რატომ დავანებე ტელევიზორს თავი?

იყო დრო როდესაც ტელევიზორი, რადიო ერთ-ერთი აუცილებელი ინფორმაციის წყარო იყო. დრომ დაგვავიწყა რადიო, შეაყვარა ყველა ბავშვი დილის მულტფილმებს ტელევიზორში. ტელევიზორი კი კომპიუტერმა, ტაბლეტმა.

რა ვუყოთ იმ თხევად კრისტალურ ეკრანს რომელიც ჩვენ ერთ დროს ძვირი დაგვიჯდა? შეიძლება გადააქციო smart TV -ად, ან შეიძლება შეიძინოთ ნეტფლიქსი. ნეტფლიქსი არის ვიდეოარქივი, რომელსაც თანდართული აქვს ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც გიადვილებთ ფილმების არჩევას. თქვენი რჩეული ფილმებისა თუ სერიალების მიხედვით ცდილობს გაიგოს თქვენი გემოვნება და შეარჩიოს რამე შესაბამისი.

ასეთი პროგრამების საშუალებით, თქვენ ხარჯავთ ნაკლებ დროს, რომელიც დაღლილ საღამოს გადანახული გაქვთ ფილმისთვის, საყურებელი სერიალისა თუ გადაცემის შერჩევაში. ნეტფლიქსის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რჩეული ფილმები შეესაბამება თქვენს გემოვნებას. netflix.com

31.07.18

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების გამარჯვება

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის გადამწყვეტი შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ გამართა, 2:0 იმარჯვა და III ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა.

სან მარინოში კორტზე პირველი ალექსანდრე მეტრეველი გავიდა და ვლადიმერ ივანოვი ორ სეტში 6:3, 7:6 დაამარცხა. გაუჭირდა საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც იურგენ ზოპს სამ სეტში 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა. მესამე შეხვედრის გამართვაზე გუნდებმა უარი განაცხადეს.

ესტონეთის ნაკრებამდე ვლადიმერ გაბრიჩიძის მეთაურობით ქართველებმა ალბანეთი, მალტა და ისლანდია დაამარცხეს. ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ცივაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ჯავახიშვილი შედიოდნენ.

D ჯგუფში სამი მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესტონეთი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა გაისად დევისის თასის მე-2 ევროპულ ჯგუფში თამაშის უფლება მიიღო.

26.07.18-450x298

„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების შესახებ

 

ენერგეტიკის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მდ. ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია  შპს „ჯეენ გეორგია”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

 

„ჯონოული 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 32.00  მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი  129.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება  50,000,000 აშშ დოლარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 10 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

წყარო: energy.gov.ge

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

 

24.07.18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არსებობის მცირე ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) მხარდაჭერით სწრაფად ვითარდება. უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტიანი თანამშრომლობა“, – აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც სტეფან ბერნსმა განაცხადა, პროგრესულია საქართველოს მიერ  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგებიც თვალსაჩინოა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ინიციატივების და რეგულაციების შემუშავების კუთხით, რაც სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის №200) გახსნილი ოფისი დაათვალიერეს.

aa

საიმპორტო საქონლის შემცირება დაიწყო

საქ. სტატისტიკური მონაცემთა სამსახურის ცნობით, საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან ექვსი საქონელის ტიპის იმპორტი შემცირებულია. 2015 წელს შემცირდა ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა: ხორბალი, ავტომობილები, მობილური ტელეფონები, არმატურა და სხვა პროდუქტები. ამ პროდუქციის იმპორტის შემცირება იმას მიანიშნებს, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობამ უარი თქვა ფუფუნების საგნებსა და სამომხმარებლო პროდუქციაზე, რის გამოც ქვეყანაში მოხმარებული საქონლის ღირებულებამ იკლო. იმპორტის მოცულობა გასულ წელს სულ 10%-ით შემცირდა.

 

პროდუქციის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

 

მსუბუქი ავტომობილები – $461 მილიონი, კლება $254 მილიონი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $657 მილიონი, კლება $261 მილიონი

ხორბალი – $118 მილიონი, კლება $118 მილიონი

მობილური ტელეფონები – $148 მილიონი, კლება

სიგარეტები – $103 მილიონი, კლება $8 მილიონი

არმატურა – $63 მილიონი, კლება $27 მიილიონი

სხვა პროდუქციის იმპორტი – $4.7 მილიარდი, კლება $800 მილიონი

ყველაზე დიდი ზრდა სამკურნალო საშუალებებისა და ბუნებრივი აირის იმპორტში ფიქსირდება.

 

სამკურნალო საშუალებები – $745 მილიონი, ზრდა $431 მილიონი

ბუნებრივი აირი – $419 მილიონი, ზრდა $51 მილიონი

ფოლადის მილები – $72 მილიონი, ზრდა $66 მილიონი

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $207 მილიონი, ზრდა $42 მილიონი

სამკურნალო საშუალებების იმპორტის ზრდა C ჰეპატიტის პროგრამას უკავშირდება. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა საქართველოს უსასყიდლოდ $400 მილიონის ღირებულების მედიკამენტები გადასცა. ფოლადის მილების იმპორტის ზრდა შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობასთანაა დაკავშირებული, პროექტზე აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე $400 მილიონზე დიდი ინვესტიცია ჩადო. ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა კი ძირითადად რეგიონების გაზიფიცირებას უკავშირდება.

წყარო: tabula.ge

3 D პრინტერი

FabLab საქართველოშია

ფაბლაბის ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კონცეფცია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) 2001 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის მთავარი იდეა არის ბიტების ატომებად ქცევა კომპიუტერით პროგრამირებადი ისეთი სამრეწველო ინოვაციური დანადგარების დახმარებით, როგორიცაა: 3D პრინტერებილაზერული მჭრელიCNC რუტერი და სხვა.  საბოლოოდ ეს ყველაფერი იძლევა უნიკალურ შესაძლებობას  შევქმნათ თითქმის ყველაფერი.

fablab.gov.ge

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრა თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს, რომელიც ახდენს ახალი წამოწყებების სრულყოფას და დამწყები ბიზნესმენების პროექტების განვითარებას.:

3D პრინტერი არის პროგრამირებადი დანადგარი, რომელიც საშუალებას აძლევს ინოვატორებს, შექმნან საკუთარი გამოგონებების პირველადი მუშა პროტოტიპები. დანადგარი იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი პროტოტიპი იყოს 100%-იანი სიზუსტით შესრულებული. პრინტერი პოლიმერული მასალისაგან შეცხელება-შეწებების მეთოდით ქმნის ნებისმიერი სირთულის ნივთს.

ლაზერული მჭრელი იძლევა ჭრისა და გრავირების საშუალებას ხეზე, ტყავზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მუყაოსა და სხვა ტიპის მრავალფეროვან მასალაზე. ლაზერული მჭრელი გამოიყენება როგორც სრულფასოვანი, მუშა, დახვეწილი დიზაინის პროტოტიპების შესაქმნელად, ასევე სხვადასხვა ზომის ნივთების საწარმოებლადაც. ლაზერული მჭრელით გრავირებული ნივთები არის 100% იანი სიზუსტის.

ლაზერული დანადგარი
ლაზერული დანადგარი

CNC რუტერი არის 3D პროგრამირებადი ჩარხი. რომელიც მუშაობს ხეზე, ორგანულ მინაზე, მეტალსა და სხვა ტიპის მყარ მასალაზე. რუტერი შესაძლებლობას აძლევს ხელოვანებსა და ინოვატორებს, შექმნან ისეთი ტიპის პროტოტიპები, ისეთი სიზუსტით, რომლის შექმნაც ხელით შეუძლებელია ან სჭირდება ძალიან დიდი დრო. დანადგარი ასევე გამოიყენება ყალიბების დასამზადებლად.

CNC დანადგარი
CNC დანადგარი

ვაკუმ ფორმირების აპარატი ძირითადად განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ყალიბის დასამზადებლად. ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ შემდგომი წარმოება უფასოდ აღნიშნული ყალიბის დახმარებით.

PCB დანადგარი (პლატების საბეჭდი აპარატი) საქართველოში პირველად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამზადდეს ნებისმიერი ტიპის რთული პლატები, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ზრდას.

პროგრამირებადი საკერავი მანქანა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ვიზუალურად გაუმჯობესებული და სრულფასოვანი პროექტების შესრულება. კომპიუტერში არსებული ნახატი, ან წარწერა შეიძლება სხვადასხვა მატერიალებზე, გარდა რიგი მყარი ზედაპირებისა, იქნეს გადატანილი 100%-იანი სიზუსტით.

5064e1b2e43856df2aa2de8fad265779

ვანის სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

წყარო: kutaisipost.ge
ვანის მეორე საჯარო სკოლაში რეკონსტრუქცია იგეგმება. სამსართულიანი შენობა 55 წლის წინ აშენდა. სკოლაში, სადაც 383 მოსწავლე სწავლობს საკლასო ოთახები ამორტიზებულია, ჭერი და კედლები ჩამონგრეული და ჩავარდნილია იატაკი. მწყობრიდან არის გამოსული სასკოლო ინვენტარიც.

“სკოლა გახდება ახალი სტანდარტის მქონე, 21-ე საუკუნეზე მორგებული და ბავშვი ხალისით მოვა, სწავლა იქნება სახალისო პროცესი და არა რუტინა”, – ამბობს ვანის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი.

d9e82514dda2737e66f120fc29a31129

ვანში სკოლის რეკონსტრუქციას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი განახორციელებს. ამ სკოლის გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით საქართველოს კიდევ 90 საჯარო სკოლაში განხორციელდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 54 მილიონი ამერიკული დოლარია განსაზღვრული. საჯარო სკოლები აღნიშნული ფონდის მიერ დაქირავებული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ შეირჩა.

ვანის სკოლა
ვანის სკოლა

პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში 140 სახის ახალი დანადგარი განთავსდება. რაც შეეხება, ინვენტარს მასზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იზრუნებენ. პროექტი სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყება მთელს საქართველოში, დაახლოებით 6-დან 9 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ სკოლებს რეკონსტრუქცია. სკოლები ევროპული სტანდარტის იქნება.

დანადგარები

შესაძლებელია ბიტკოინის გამომუშავებისთვის სესხის აღება

იპოთეკური სესხი ბიტკოინის მაინერებისთვის – საფინანსო ორგანიზაციების ამ ახალი მაქინაციით მალე ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩება.
გაზეთი „რეზონანსის” ცნობით, როგორც აღმოჩნდა, კრიპტოვალუტის გამომუშავების სანაცვლოდ, ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოსახლეობას სთავაზობს თანხას უძრავი ქონების უზრუნველყოფით ისე, რომ ადამიანს ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, სად იყიდოს სუპერკომპიუტერები და “გამდიდრდეს ერთბაშად”, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.

საფინანსო სექტორის მხრიდან ფულის მოზიდვის ამ უცნაური სქემის შესახებ “რეზონანსმა” საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფის – PTA PKWGZ-ის მოკლე ტექსური შეტყობინებიდან შეიტყო: “გამოიმუშავე კრიპტოვალუტა (ბიტკოინი და სხვა) იპოთეკური სესხი მაინერებისთვის 18%-ად”.

მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენელს

დავუკავშირდით და როგორც დაინტერესებულმა პირმა, ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ კომპანია მაინების შეძენაში ადამიანებს დახმარებას ვერ უწევს, მაგრამ გასცემს სესხს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ამის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა ინტერნეტით უნდა მოძებნოს გზები კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად.

“თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ სესხი და ამ თანხით შეიძინოთ “მაინერი” – დანადგარი, რომელიც უშვებს ბიტკოინს. ჩვენ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ გამოიმუშაოთ ბიტკოინი, მაგრამ მოგცემთ იპოთეკურ სესხს იმის გარანტიით, რომ შეიძენთ დანადგარს. ჩვენ არ ვყიდით მას, ინფორმაცია, თუ სად შეგიძლიათ მისი ყიდვა, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ. სესხს გავცემთ უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ანუ თანხით გეხმარებით.

10 წლამდე ვადით გაძლევთ 10 000 დოლარს. ეს თანხა მხოლოდ უძრავი ქონების გარანტიით გადის”, – გვითხრა კომპანიის თანამშრომელმა.

მოგვიანებით, საფინანსო სფეროს ექსპერტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დადასტურდა საფრთხე, რაც შეიძლება მიადგეს ნებისმიერ რიგით მოქალაქეს, რომელიც “მაინების” შეძენის მიზნით იპოთეკური სესხის აღებას შეეცდება.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე “რეზონანსთან” საუბრობს მოსალოდნელ რისკზე, რაც დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ბიტკოინში ინვესტირების შემთხვევაში ემუქრება. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში ადამიანებმა დანაზოგი ბანკის გვერდის ავლით ბიტკოინში განათავსონ.

“საფინანსო ორგანიზაციისგან თანხის აღება ნიშნავს, რომ უნდა გარისკოთ. თუ იზარალებთ, ბინას დაკარგავთ, რადგან აღებულ თანხას არავინ დაგიბრუნებთ. ეს არის აფერა, მიკროსაფინანსოების ასეთ შემოთავაზებას არ უნდა ენდოს ხალხი. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა გამოვიდეს განცხადებით, რადგან მავნე ფინანსური პროდუქტებისგან მოსახლეობის დაცვა მათ ევალებათ. ჭკუაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისთვის სასარგებლო შეთავაზებას არავინ მისცემს, ეს იშვიათად ხდება.

უკვე ჩანს, რომ საფინანსო სექტორში ბევრი ისარგებლებს შექმნილი სიტუაციით, რადგან შეთავაზების ასეთი ერთადერთი მიზანი უძრავი ქონების მითვისებაა. ეტყობა, ფულის კეთების ახალი სქემა შეიმუშავეს. ადამიანი შეიძლება მეტის მიღების სურვილით გაბრიყვდეს. იმას ვერავინ აცნობიერებს, რომ ბიტკოინის ღირებულება დაბლაც შეიძლება წავიდეს. ვინც თანხას გაძლევთ, ის არაფერს რისკავს და თქვენ შეიძლება წააგოთ.

ადამიანებს გამდიდრების, ფულის გამომუშავების სურვილი აქვთ და ეს ბუნებრივია, მაგრამ არა ამ გზით! ცოტა ხნის წინ 20 000 დოლარიც ღირდა ბიტკოინი და ვინც ამ ფასად შეიძინა, მოკლე დროში ძალიან იზარალა. ასეთ რისკზე წასვლა სესხით არაფრით არ ღირს, რადგან სარისკო ინვესტიციაში ფულის ჩადება წარმოუდგენელია”, – აცხადებს გოჩა თუთბერიძე.

ბიტკოინს აქვს უარყოფითი მხარეც, ანუ იმ კონფიდენციალურობას, რომელიც ასე მოსახერხებელია მრავალი ტრანზაქციისთვის და ამცირებს მის დანახარჯებს, ზოგიერთი კრიმინალი გამოიყენებს თავის სასარგებლოდ.

“შეიძლება გახსნათ ანგარიში, რითაც შეიძენთ “მაინებს”, მაგრამ ჰაკერებისგან არ ხართ დაცული. ჰაკერული თავდასხმის გამო, შესაძლოა, მრავალი კომპიუტერი მოექცეს კრიმინალების ზემოქმედების ქვეშ.

გარდა ამისა, რისკია ფასების დინამიკა. რთული საპროგნოზოა, დაბლა წავა ფასი თუ – მაღლა. ჩემი აზრით, ახლო მომავალშიც ადამიანები ეცდებიან, ბანკების ალტერნატივა გამოიყენონ და ეს ბიტკოინი გახდება. ბევრი ყიდულობს და ახორციელებს ინვესტიციას უკვე ბანკის გვერდის ავლით ბიტკოინში, რაც ძალიან დიდი რისკია”, – დასძენს გოჩა თუთბერიძე.

ფინანსური ინსტიტუტების მანიპულაციებს ეხმაურება საბირჟო საქმის სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და ხალხს სწორ გზაზე დადგომაში დაეხმარონ, რაც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

“ხალხი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რა არის კრიპტოვალუტა, ფორექსი და სხვა, ამ უკანასკნელზეც დიდ თანხას კარგავს ხალხი. საფინანსო ორგანიზაციებს ვერ აუკრძალავ შეთავაზებას, სანამ მაქინაციებზე არ დაიჭერენ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს. მოსახლეობაც უნდა იყოს აზრზე, რასთან აქვს საქმე, რადგან მათზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა სესხს “მაინების” შესაძენად.

შესაძლოა, ზოგიერთი მართლა აჰყვეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რადგან ამ ეტაპზე მათ აქვთ მხოლოდ ვარაუდი, იმედი და ბევრი მოტყუვდება. ამიტომ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კანონი არ ითხოვს დეზინფორმაციის მიწოდებისთვის სასჯელს, ამიტომ მოქმედებენ, როგორც უნდათ, რაც საბოლოოდ ბევრ ადამიანს აზარალებს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ხომიზურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი არის დეცენტრირებული ციფრული ვალუტა. იგი არსებობს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში და შესაძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა სხვა ადამიანს გაუგზავნოს ყველანაირი დაბრკოლებისა და საბანკო ტრანზაქციის გარეშე.

მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი”

დანადგარი

შოკური აპარატის ამომცნობი მუშაობის პროცესში გამოსცადეს

საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება, რომელიც ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.

დანადგარი ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე გამოსცადეს. მოწყობილობის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას. მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში მიიღებს ინფორმაციას, რაც საშუალებას შექმნის მოახდინოს დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება.

ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა.

დანადგარი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით გულბანმა და გიორგი კურტანიძემ შექმნეს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ.

წყარო: kutaisitoday, moe.gov.ge