blokis cexi ,qarxana danadgari

ბლოკის საამქრო

მუსან ჯგუფი ბლოკის საამქროს ან ბეტონის ბილიკის ცეხის სექტორში მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მუშაობით დღევანდელ ბაზარზე დიდი წინსვლითაა გამორჩეული. ახალი ცეხის ორ წლიან გარანტიისა, საამქროების შეკეთება-გაძლიერებაზე დაყრდნობილი შეთანხმებების და მათ შორის მეორადი დაზგების საგარანტიო პირობების საფუძველზე მოხდა ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაცია.

გარანტიის პირობა მოიცავს დაზიანების ან უვარგისიანობის შემთხვევაში ნაწილის შეცვლას, სადაც თვით ნაწილის ღირებულების გარდა სხვა ხარჯი მომხმარებელის გასაწევია. დაზიანებების სიხშირე მინიმუმამდე არის დაყვანილი ელექტრონული წამყვანი პლატების გერმანული და ფრანგული ხარისხის სტანდარტების შემცვლელობით.

დღესდღეისობით არსებული სხვა კომპანიებისგან გასხვავებით, არ გიტოვებთ უსიამოვნო, თავის ამატკიებელ სურპრიზებს. ბლოკის საამქროს აღჭურვილი მეტალის დეტალები უძლებს მაღალ დატვირთვას. სატარებალი ბილიკი, თუ სარევი, ექვემდებარება ორ წლიან დახმარებას, რაც თქვენ ყველანაირად გაზღვევთ მატერიალური დანაგარგისგან.

ჩვენ, MUSSAN Group, ოთხი წლის განმავლობაში ყოველ წელს ჩატარებული კამპანიების (აქციების) დროს შეძენილი საქონლის ღირებულება თითქმის დავიყვანეთ მეორადი ბლოკის დანადგარების ფასად. რაც გვაძევთ საშუალებას გახდეთ არა პატარა საამქროს, არამედ ავტომატური, საქართველოში ერთ-ერთი ოშვიათი ბლოკის ქარხანის მფლობელი.

ჩვენი ქარხნების ასარჩევად გჭირდებათ ჯერ გაიანგარიშოთ:

  • რა დღიური რაოდენობის ბლოკის ან ბილიკის დაბეჭდა გჭირდებათ,
  • რა ზომის და ტიპის ბლოკის დამზადება გსურთ,
  • გიღირთ თუ არა ფასის გაზრდის ხარჯზე დამხმარე მუშახელის შემცირება,
  • რა ფართობი გაქვთ გამოყოფილი ამ ქარხანის სრული მუშაობისათვის.

ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ტიპის ბლოკის საამქრო, რომლებიც, როგრც მიხვდით ერთმანეთისგან გასხვავდება ბეჭვდის სიჩქარით, მუშახელის საჭიროებითა და საწყისი მინიმალური ფართობით.

ხელის ბლოკის საამქრო:

მომხმარებელი თვითონ ზელავს და ურევს მასალას და ათავსებს პატარა ბუნკერში ხელის ნიჩბით. შემდგომ დანადგარით ასწორებს მას ხელის ძალის გამოყენებით და პრესავს. ეს პრესი შეიძლება იყოს თქვენი სურვილისამებრ მექანიკური ან ხელის ძალაზე დამოკიდებული. პრესის დამთავრებისთანავე გადაგორებით ბრტყელ, მაგარ ზედაპირზე (ცემენტის იატაკი) გაიმეორებს იმავე ფუნქციას კვლავ და კვლავ. ამ ბლოკის დანადგარის მიერ დამზადებული აგურები თი ბილიკები რჩება იატაკის იმავე ადგილას სადაც იქნა დაბეჭდილი.

მობილური ბლოკის საამქრო:

ეს არის მოძრავი დანადგარი, მემანქანისათვის დამაგრებული სკამით რომელსაც შეუძლია მთელი თავისი ტვირთის გადატანა მემანქანესთან ერთად. მისი ბეჭვდის პრინციპი ძალიან ჰგავს ხელის ბლოკის საამქროს გარდა იმისა, რომ მისი გადაადგილება მასზე დამაგრებული ძრავების საშუალებით ხდება, არ საჭიროვებს ხელის ძალის გამოყენებას არც გადაადგილების და არც დაპრესის დროს. მობილური ბლოკის საამქროს დანიშნულებაა რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვით გაგიწიოთ სამსახური.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვირეკეთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას ამ საიტზე.