ღრუტიანი ბლოკი

ღრუტიანი ბლოკის დანადგარი

კაცობრიობამ გამოიგონა თიხის აგური, რათა შეენაცვლა უსწორმასწორო ქვები, აეშენა უფრო სწორი კედელი და ყოფილიყო უფრო მსუფუქი. ასეთი ტიპის ხელოვნური თიხის ქვამ პირველად თავი ძ.წ 4000 წლებში გამოიჩინა. ყველაფერი ტალახისთვის ფორმის მიცემით დაიწყო, მერე ყალიბები განვითარდა, თიხა აღმოაჩინეს და ევრიკა! – აგურის გამოწვა დაიწყეს. ალტერნატიულია სილიკატური აგური, რომლის შესახებაც ინფორმაცია მანამდე ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.

დღეს აგურს ხშირად დეკორატიული მიზნებით იყენებენ; ხან ბუხრებში სითბოს, ზოგჯერ კი შიდა კედლის დიზაინის შესანარჩუნებლად. აგური ცემენტის ბლოკმა შეცვალა. მოგეხსენებათ, ბეტონის ბლოკი საკმაოდ ბძიმეა აგურთან მოცულობითი შედარებით. მძიმე ცემენტის გარდა შეიცაბს კენჭ-ქვასაც. მის შესამსუბუქებლად იყენებენ ნახერხს. ნახერხი ამცირებს მის წონას, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია? დღეს ბლოკის დანადგარები ამზადებენ ღრუტიან აგურებსაც და ბლოკებსაც. ზუსტად ეს, თითქოს და უმნიშვნელო სხვაობა, ინარჩუნებს სამშენებლო მასალის სიმტკიცეს, მაგრამ ზოგავს მას 20-50% -ით.

ასეთი ღრუტები – ბლოკის დანადგარზე დამაგრებული ბლოკის ყალიბის ფორმითაა განპირობებული.

ლეგობლოკის დანადგარი ამზადებს ისეთი ტიპის აგურებს, რომელიც ლეგოს ჰგავს. ეს აგურები / ბლოკები იმდენად მოხერხებულია, რომ ტრადიციულ აგურზე უფრო მეტად მოთხოვნადია.

ბლოკის დანადგარი

სილიკატური ბლოკის დანადგარი

ნაცარი წარმოიქმნება როგორც ყველასთვის ცნობილია, წვის პროცესის შედეგად. ასეთ ხშირად გზის დაგებისას იყენებენ, მაგრამ ასევე ფართოდაა გავრცელებული საზღვარგარეთ სილიკატური ბლოკის დანადგარი. ასეთი დანადგარის მიერ გამოშვებული ნაცრის აგური 20% უფრო იაფი ჯდება ვიდრე თიხის აგურის წარმოება. 66 გრადუს ცელსიუსზე გამომშრალ ასეთ აგურს ახასიათებს “თვითდაცემენტება”, რაც გამოწვეულია ნაცრის თვისებებისგან.

მუსან ჯგუფის მიერ გამომუშავებული ასეთი ტიპის ვიბრაციული პრესი, გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ როგორც ხარჯები ასევე თქვენი დრო. მაგალითად ბლოკის დანადგარი MG 4.1, აწყობილია ცემენტის ბლოკისთვის, მაგრამ ყალიბის გამოცვლის შემდეგ შეიძლება როგორც ლოგო ბლოკის, აგრეთვე ბეტონის ბლოკის დამზადებაც. ე.წ ლოგო ბლოკი არის მარტივად აწყობადი თიხისგან, ქვიშისგან დამზადებული აგური. ასეთ აგურის სიმკვრივე გაზრდილია ბლოკის დანადგარის ვიბრაციული ძალითა და ქიმიური შედარევებით, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ აგურს შეინარჩუნოს სიმტკიცე გამოშრობისა ან ღუმლის გარეშე.

ბლოკის დანადგარი MG 4.1 აწარმოებს 3,000 ცალამდე ბლოკს ერთ დღეში (8 სთ). ეს განპირობებულია იმით, რომ მას აქვს დამადებითი დანამატები: სპირალური მიქსერი, ან და პანმიქსერი, ნარევის კონვეიერის ბილიკი და თვით დანადგარი. 4-იანი ბლოკის დანადგარი ბეჭდავს 4 ცალ სტანდარტულ 20 სმ-იან ბლოკებს ერთ ყალიბზე.