ხელის მიქსერი, პანმიქსერი ბლოკის ბეტონის საზელი, ხელის ტარებით.

ხელის იაფიანი პანმიქსერი

თუ გაქვთ მცირე ბლოკის წარმოება, და გსურთ წარმოების მცირე ხარჯებით გაფართოვება, საკმარისია გააუმჯობესოთ აზელვა. როგორც მოგეხსენებათ ჩვეულებრივი ბეტონის სარევები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ წყლის თანაბრად განაწილებისთვის. ასეთი ტიპის მიქსერი საჭიროვებს წინასწარ საჭირო მასალების არევას, ხოლო ჩაყრის შემდეგ წყალს გადაანაწილებს ისე, რომ ნარევის ყველა ადგილი თანაბრად იქნება წყლით გაჟონილი.

როგორ უნდა მოიქცეთ რომ არ დაგჭირდეთ ცალკ-ცალკე წვალება და დაზოგოდ არევის დრო, გააუმჯობესოთ ხარისხი და გამოიყვანოთ აზელილი შედარებით მშრალი ნარევი? ამისთვის გამოიყენება ე.წ “პანმიქსერი“.

პანმიქსერი საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია. მის ფასს ზრდის მაღალი ხარისხის რკინა, რომელიც გადაღუნულია წრიულად სარევის გარშემო. მისი სისქის გამო მიქსერს ემატება საგრძნობელი წონა. ამის გარდა მასზე დამონტაჟებული ძლიერი ძრავი ზრდის მის თვითღირებულებას. ჩვენ მიერ გამომუშავებულია ახალი სახის ხელით საზელი პანმიქსერი. მისი საშუალებით შესაძლებელია 100-120 ლიტრიანი ნარევის ხარისხიანად არევა. რაც მთავარია ნარევის მშრალი ფორმა (შედარებით სხვა სარევებთან) გაზრდის ბლოკის სიმკვრივეს. მის დასატრიალებლად საკმარისია 1 მუშის ძალა. ნარევი მზადდება ყოველ 5 წუთში ერთხელ და ერთი მოზელვით შეგიძლიათ დაამზადოთ 10 ც 20-იანი ბლოკი.

რით ჯობია პანმიქსერი (წრიული)

ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რასთანდაკავშირებითაა ჩვენი მიქსერის ფასი ასეთი მაღალი? რატომ უნდა გადაიხადოთ მიქსერში თითქმის ერთი მანქანის ფული როდესაც შეიძლება ან ხელით აზელვა, ან სხვა ალტერნატიული არევის ხერხის გამოყენება. ან თუნდაც უფრო იაფი ბეტონის საზელის გამოყენება. ბლოკის წარმოება, საკმაოდ მომგებიანი პროცესია ბიზნესის მფლობელისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როდესაც არა მხოლოდ ხარჯები, არამედ დროსა და მუშის შრომას ზოგავს. რამოდენიმე ალტერნატივაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორიცაა მაგალითად ხელით აზელვა ან და ბეტონის საზელი.
ხელით აზელვა:

ბეტონის და სხვა მასალის ხელით, ნიჩბით აზელვა კარგია, როდესაც მცირე მოცულობებზეა საუბარი. ხშირად აზელვის პროცესში პატარა ბლოკის საწარმოებში რამოდენიმე ადამიანი რიგრიგობით ახერხებს, ერთმანეთის შენაცვლებით. მას მდეგი პრობლემები შეიძლება მოყვეს:

  • დამოკიდებული ამუშახელის ძალაზე.
  • დროულად აზელვა შეუძლებელია როდესაც გაქვთ ბლოკის დანადგარი.
  • ნარევი არ გამოდის კარგად გაჯერებული/ არეული.

ბეტონის საზელი:

ბეტონის სტანდარტული საზელი გათვალისწინებულია ცემენტის ძირითადად უკვე არეული მშრალი მასისათვის (რომელიც შეიცავს სხვადასხვა კომპონენტებს) წყლის თანაბრად გადასანაწილებლად. მისი ბრუნვა სავალდებულოა იმისათვის რომ არ მოხდეს ნარევის გაქვავება მანამ სანამ არ მოხდება მისი სრული გამოყენება. რამოდენიმე თვისება ხსნის მის ნაკლებს ასეთ დარგში გამოყენებისათვის:

  • საჭიროა სხვადასხვა კომპონენტების ჩაყრამდე გადარევა.
  • შეუძლია მხოლოდ წყლის თანაბრად გადანაწილება.
  • არ შეუძლია მშრალი ნარევის აზელვა.

30.07.18 - მიქსერი ბეტონის

 

რადგან ასეთი ბეტონის მიქსერი საჭიროვებს დიდი რაოდენობით წყალს, სველი ბლოკის წარმოებამ შეიძლება გააჩინოს სუსტტი წერტილები დამზადბულ ბლოკში. ის კი ხარისხის შემოწმების დროს არ გამოიჩენს თავს სიმტკიცით. მაგალითად მას მოყვება ფშვნადობა, მწირე ზეწოლით გადატეა და სხვ.

პანმიქსერი:

დავუშვათ თქვენ იყიდეთ დანადგარი რომელსაც შეუძლია 40 წამში 4-10 ც ბლოკის ერთდროულად დაპრესვა. მისი პირი თუ იტევს 300 ლ ნარევს, რომელიც 10-5 დაპრესვის შემდეგ გათავდება, გავა სადღაც 5 წუთი. 5 წუთში რთულია მოასწროთ ამხელა მასალის თანაბრად აზელვა. ჩვენი ბეტონის  ბლოკის დანადგარის საზელი ისეა გაკეთებული რომ თანაბრად ურევს 3 სხვადასხვა წერტილში, გარე ნაპირზე, შუა და ღერძთან, იმისთვის რათა თანდათან აირიოს ყველა შემავალი კომპონენტი

30.07.18 - პანმიქსერი ბლოკის

ჩვენი ბეტონის პანმიწსერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ბლოკის ყველაზე იაფიანი დანადგარითაც კი 1000 ც ბლოკამდე ერთ დღეში და 5,000-10,000 დიდი ზომის ნახევრად ავტომატურ და სრულ ავტომატურ ბლოკის დანადგარებზე.

30.07.18 - ბლოკის დანადგარის მიქსერი