თიხის აგურის დანადგარი, ლეგო ბლოკი

ლოგო ბლოკის წარმოება

დღეს მუსან ჯგუფის მიერ განხილული იქნება ბლოკისა და აგურის დანადგარებისათვის გამოყენებული ვიბრაციის საჭიროვება. ბლოკები თუ აგურები, მზადდება ერთმანეთის მსგავსი პრინციპებით. ცემენტის ბლოკში ირევა შემამსუბუქებელი მასალები, ქვიშა-კენჭი, ცემენტი და წყალი. გაშრობის შემდეგ შესაძლებელია ამ ცემენტის ბლოკის გამოყენება. მასთან განსხვავებულია თიხის აგურის დამზადება, რომელიც ყალიბებში ჩატენვის შემდეგ მოითხოვს ღუმელსა და სპეციალურ საშრობს.

ახალი თანამედროვე მეთოდით მზადდება ქვიშისა და გაფილტრული მიწის აგურები, რომლებსაც სპეციალური ქიმიური შენარევებით ემატება სიმკვრივე და არ საჭიროვებს გამოწვას. ასეთ აგურს ეძახიან “ლოგო ბლოკს”. მისი გამოყენება როგორც მუშებისათვის, აგრეთვე სპონსორისთვის ხელსაყრელია, რადგან არ მოითხოვს დიდი რაოდენობით ცემენტის მასას, მათი ერთმანეთთან მიერთებისთვის.

ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით დამზადებულ სამშენებლო ბლოკსა და აგურს ფორმის მიმცემი ძლიერი პრესის გარდა აგრეთვე ესაჭიროვება ვიბრაცია, რომელიც პატარა თიხისა თუ ბოკის, ან და ქვიშის გრანულებს აახლოვებს, რითაც ზრდის ამ პროდუქტის სიმკვრივეს.

ლეგო ბლოკი, ლეგო აგური

აგურის დასამზადებელი დანადგარი

 

ისეთ რეგიონებში სადაც მოიპოვება თიხის საბადო, შესაძლებელია ამის ბიზნესის წამოსაწყებად გამოყენება. ასეთი თიხის საბადო შეგიძლიათ აგურის ქარხანად აქციოთ.

აგურის ქარხნის (აგურის ცეხი) საჭირო დანადგარებით მომარაგების, დამატების შემდეგ აგურის ქარხანა შეიძლება ელექტროენერგიის დაწვის ფასად დაგიმზადოდ ლეგო აგურები. ეს აგური, არის თანამედროვე ტიპის იოლად აშენებადი, ბლოკზე მსუბუქი კედლის სამშენებლო მასალა.

ჩვენი ქარხნის მიერ დამზადებული ბლოკის ცეხის გარდა, შესაძლებელია ყალიბის შეცვლისა და პატარა მოდიფიკაციის გაკეთების შემდეგ, ცემენტის ბლოკის დანადგარის თიხაზე გადართვა. ასეთ შემთხვევაში ერთჯერადი ფულის ჩადებით, შეგიძლიათ ორი სხვადასხვა საწარმოს ერთობლივად გამოყენება.