26.07.18-450x298

„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების შესახებ

  ენერგეტიკის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მდ. ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია  შპს „ჯეენ გეორგია”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.   „ჯონოული 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 32.00  მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი  129.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება  50,000,000 აშშ დოლარი.   დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხად