ევროკავშირი

ევროკავშირის 45 მილიონიანი დახმარება

ევროკომისიამ ხელი მოაწერა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს 45 მილიონამდე ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით. ფინანსური დახმარებას დაფარავს საქართველოს ფინანსური საჭიროებების ნაწილს და დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში. მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს როგორც რეგიონული ეკონომიკური რისკები, ისე შიდა ეკონომიკური დისბალანსი. სწორედ ეს კონტექსტი დაედო საფუძვლად მაკროფინანსური დახმარების პროგრამას, რომელიც შემოთავაზებული იყო ევროკავში