ბლოკის ცეხი

იყიდება ბოკის დანადგარი

ოდითგან უდაბლოებში სახლის ასაშენებლად ქვიშის წყალთან აზელვით და ფორმის მიცემით აკეთებდნენ ერთ-ერთ უზველეს სამშენებლო მასალა – აგურს. იმ დროს როდესაც უფრო ტენიან რეგიონებში ქვას იყენებდნენ. მაგალითად საქართველოში ჯერ კიდევ ქვით ნაშენები სახლები არა მხოლოდ ტურისტული და კულტურული სანახაობა, არამედ ბევრი ჩვენთაგანის დასასვენებლად წასული საზაფხულო სოფლებში არის ხოლმე. სოფელში ხომ ალბათ სახლების 70% ზე მეტი ჯერ კიდევ ქვით იყო აშენებული.

ბლოკის ყალიბის შეცვლით თქვენ შეგიძლიათ შეძინოთ ცემენტის ბლოკს სასურველი ფორმა. რომლითაც შეამცირებთ მოცულობასა და წონას, ან გაზრდით ბლოკის სიმკვრივეს მოცულობასთან ერთად.

დრომ ქვიშის აგურის მასალა თიხად შეცვალა, რომელსაც შემდგომ გამოწვა მოყვებოდა, მძიმე და ცვალებადი ზომის ქვა კი – ბეტონის ბლოკმა. ასეთი ბეტონის ბლოკი საკმაოდ მსუბუქი, თანაბარი ზომისა თუ სიმკვრივისაა.

ბლოკის ყალიბი
ბლოკის ყალიბი

 

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

 

24.07.18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არსებობის მცირე ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) მხარდაჭერით სწრაფად ვითარდება. უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტიანი თანამშრომლობა“, – აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც სტეფან ბერნსმა განაცხადა, პროგრესულია საქართველოს მიერ  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგებიც თვალსაჩინოა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ინიციატივების და რეგულაციების შემუშავების კუთხით, რაც სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის №200) გახსნილი ოფისი დაათვალიერეს.