ხელის მიქსერი, პანმიქსერი ბლოკის ბეტონის საზელი, ხელის ტარებით.

ხელის იაფიანი პანმიქსერი

თუ გაქვთ მცირე ბლოკის წარმოება, და გსურთ წარმოების მცირე ხარჯებით გაფართოვება, საკმარისია გააუმჯობესოთ აზელვა. როგორც მოგეხსენებათ ჩვეულებრივი ბეტონის სარევები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ წყლის თანაბრად განაწილებისთვის. ასეთი ტიპის მიქსერი საჭიროვებს წინასწარ საჭირო მასალების არევას, ხოლო ჩაყრის შემდეგ წყალს გადაანაწილებს ისე, რომ ნარევის ყველა ადგილი თანაბრად იქნება წყლით გაჟონილი.

როგორ უნდა მოიქცეთ რომ არ დაგჭირდეთ ცალკ-ცალკე წვალება და დაზოგოდ არევის დრო, გააუმჯობესოთ ხარისხი და გამოიყვანოთ აზელილი შედარებით მშრალი ნარევი? ამისთვის გამოიყენება ე.წ “პანმიქსერი“.

პანმიქსერი საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია. მის ფასს ზრდის მაღალი ხარისხის რკინა, რომელიც გადაღუნულია წრიულად სარევის გარშემო. მისი სისქის გამო მიქსერს ემატება საგრძნობელი წონა. ამის გარდა მასზე დამონტაჟებული ძლიერი ძრავი ზრდის მის თვითღირებულებას. ჩვენ მიერ გამომუშავებულია ახალი სახის ხელით საზელი პანმიქსერი. მისი საშუალებით შესაძლებელია 100-120 ლიტრიანი ნარევის ხარისხიანად არევა. რაც მთავარია ნარევის მშრალი ფორმა (შედარებით სხვა სარევებთან) გაზრდის ბლოკის სიმკვრივეს. მის დასატრიალებლად საკმარისია 1 მუშის ძალა. ნარევი მზადდება ყოველ 5 წუთში ერთხელ და ერთი მოზელვით შეგიძლიათ დაამზადოთ 10 ც 20-იანი ბლოკი.

ნეტფლიქსი

რატომ დავანებე ტელევიზორს თავი?

იყო დრო როდესაც ტელევიზორი, რადიო ერთ-ერთი აუცილებელი ინფორმაციის წყარო იყო. დრომ დაგვავიწყა რადიო, შეაყვარა ყველა ბავშვი დილის მულტფილმებს ტელევიზორში. ტელევიზორი კი კომპიუტერმა, ტაბლეტმა.

რა ვუყოთ იმ თხევად კრისტალურ ეკრანს რომელიც ჩვენ ერთ დროს ძვირი დაგვიჯდა? შეიძლება გადააქციო smart TV -ად, ან შეიძლება შეიძინოთ ნეტფლიქსი. ნეტფლიქსი არის ვიდეოარქივი, რომელსაც თანდართული აქვს ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც გიადვილებთ ფილმების არჩევას. თქვენი რჩეული ფილმებისა თუ სერიალების მიხედვით ცდილობს გაიგოს თქვენი გემოვნება და შეარჩიოს რამე შესაბამისი.

ასეთი პროგრამების საშუალებით, თქვენ ხარჯავთ ნაკლებ დროს, რომელიც დაღლილ საღამოს გადანახული გაქვთ ფილმისთვის, საყურებელი სერიალისა თუ გადაცემის შერჩევაში. ნეტფლიქსის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რჩეული ფილმები შეესაბამება თქვენს გემოვნებას. netflix.com

31.07.18

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების გამარჯვება

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის გადამწყვეტი შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ გამართა, 2:0 იმარჯვა და III ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა.

სან მარინოში კორტზე პირველი ალექსანდრე მეტრეველი გავიდა და ვლადიმერ ივანოვი ორ სეტში 6:3, 7:6 დაამარცხა. გაუჭირდა საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც იურგენ ზოპს სამ სეტში 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა. მესამე შეხვედრის გამართვაზე გუნდებმა უარი განაცხადეს.

ესტონეთის ნაკრებამდე ვლადიმერ გაბრიჩიძის მეთაურობით ქართველებმა ალბანეთი, მალტა და ისლანდია დაამარცხეს. ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ცივაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ჯავახიშვილი შედიოდნენ.

D ჯგუფში სამი მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესტონეთი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა გაისად დევისის თასის მე-2 ევროპულ ჯგუფში თამაშის უფლება მიიღო.

რით ჯობია პანმიქსერი (წრიული)

ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რასთანდაკავშირებითაა ჩვენი მიქსერის ფასი ასეთი მაღალი? რატომ უნდა გადაიხადოთ მიქსერში თითქმის ერთი მანქანის ფული როდესაც შეიძლება ან ხელით აზელვა, ან სხვა ალტერნატიული არევის ხერხის გამოყენება. ან თუნდაც უფრო იაფი ბეტონის საზელის გამოყენება. ბლოკის წარმოება, საკმაოდ მომგებიანი პროცესია ბიზნესის მფლობელისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როდესაც არა მხოლოდ ხარჯები, არამედ დროსა და მუშის შრომას ზოგავს. რამოდენიმე ალტერნატივაზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორიცაა მაგალითად ხელით აზელვა ან და ბეტონის საზელი.
ხელით აზელვა:

ბეტონის და სხვა მასალის ხელით, ნიჩბით აზელვა კარგია, როდესაც მცირე მოცულობებზეა საუბარი. ხშირად აზელვის პროცესში პატარა ბლოკის საწარმოებში რამოდენიმე ადამიანი რიგრიგობით ახერხებს, ერთმანეთის შენაცვლებით. მას მდეგი პრობლემები შეიძლება მოყვეს:

  • დამოკიდებული ამუშახელის ძალაზე.
  • დროულად აზელვა შეუძლებელია როდესაც გაქვთ ბლოკის დანადგარი.
  • ნარევი არ გამოდის კარგად გაჯერებული/ არეული.

ბეტონის საზელი:

ბეტონის სტანდარტული საზელი გათვალისწინებულია ცემენტის ძირითადად უკვე არეული მშრალი მასისათვის (რომელიც შეიცავს სხვადასხვა კომპონენტებს) წყლის თანაბრად გადასანაწილებლად. მისი ბრუნვა სავალდებულოა იმისათვის რომ არ მოხდეს ნარევის გაქვავება მანამ სანამ არ მოხდება მისი სრული გამოყენება. რამოდენიმე თვისება ხსნის მის ნაკლებს ასეთ დარგში გამოყენებისათვის:

  • საჭიროა სხვადასხვა კომპონენტების ჩაყრამდე გადარევა.
  • შეუძლია მხოლოდ წყლის თანაბრად გადანაწილება.
  • არ შეუძლია მშრალი ნარევის აზელვა.

30.07.18 - მიქსერი ბეტონის

 

რადგან ასეთი ბეტონის მიქსერი საჭიროვებს დიდი რაოდენობით წყალს, სველი ბლოკის წარმოებამ შეიძლება გააჩინოს სუსტტი წერტილები დამზადბულ ბლოკში. ის კი ხარისხის შემოწმების დროს არ გამოიჩენს თავს სიმტკიცით. მაგალითად მას მოყვება ფშვნადობა, მწირე ზეწოლით გადატეა და სხვ.

პანმიქსერი:

დავუშვათ თქვენ იყიდეთ დანადგარი რომელსაც შეუძლია 40 წამში 4-10 ც ბლოკის ერთდროულად დაპრესვა. მისი პირი თუ იტევს 300 ლ ნარევს, რომელიც 10-5 დაპრესვის შემდეგ გათავდება, გავა სადღაც 5 წუთი. 5 წუთში რთულია მოასწროთ ამხელა მასალის თანაბრად აზელვა. ჩვენი ბეტონის  ბლოკის დანადგარის საზელი ისეა გაკეთებული რომ თანაბრად ურევს 3 სხვადასხვა წერტილში, გარე ნაპირზე, შუა და ღერძთან, იმისთვის რათა თანდათან აირიოს ყველა შემავალი კომპონენტი

30.07.18 - პანმიქსერი ბლოკის

ჩვენი ბეტონის პანმიწსერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ბლოკის ყველაზე იაფიანი დანადგარითაც კი 1000 ც ბლოკამდე ერთ დღეში და 5,000-10,000 დიდი ზომის ნახევრად ავტომატურ და სრულ ავტომატურ ბლოკის დანადგარებზე.

30.07.18 - ბლოკის დანადგარის მიქსერი

 

27.07.18

ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები

აღმოსავლეთ შავი ზღვის თურქეთის სანაპირო ქალაქ ტრაპიზონში 60 წლის წინ გაიხსნა ტექნიკური უნივერსიტეტი. პირველი ფაკულტეტი, რომელიც დაარსდა იყო სამშენებლო ინჟინერია. ამ დროის მანძილზე დღეს 10-ზე მეტი დარგის, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტის მქონე ამ უნივერსიტეტს 50 ათასზე მეტი სტუდენტი ჰყავს.

ამ უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრმა მეგობრებმა გამოიმუშავეს ბლოკის დანადგარების სხვებთან გამორჩეული ახალი ტიპის ბლოკის დანადგარი. ასეთი სახის დანადარების დიდი მოთხოვნის გამო დაიწყეს მათი ექსპორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, აფრიკასა და აზიაში.

ამ ახალგაზრდების მიერ დაარსებული, უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე მუსან ჯგუფი. მაღალი ხარისხის მქონე ამ დაზგებსა და ქარხნებს მოყვება ორწლამდე გარანტიაც. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი წარმატებით გავაგრძელებთ წინსვლას სერიული წარმოებისა და საწარმო ინფრასტრუქტურის დარგში.

26.07.18-450x298

„ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების შესახებ

 

ენერგეტიკის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მდ. ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია  შპს „ჯეენ გეორგია”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

 

„ჯონოული 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 32.00  მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი  129.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება  50,000,000 აშშ დოლარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 10 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

წყარო: energy.gov.ge

ლეგო ბლოკი, ლეგო აგური

აგურის დასამზადებელი დანადგარი

 

ისეთ რეგიონებში სადაც მოიპოვება თიხის საბადო, შესაძლებელია ამის ბიზნესის წამოსაწყებად გამოყენება. ასეთი თიხის საბადო შეგიძლიათ აგურის ქარხანად აქციოთ.

აგურის ქარხნის (აგურის ცეხი) საჭირო დანადგარებით მომარაგების, დამატების შემდეგ აგურის ქარხანა შეიძლება ელექტროენერგიის დაწვის ფასად დაგიმზადოდ ლეგო აგურები. ეს აგური, არის თანამედროვე ტიპის იოლად აშენებადი, ბლოკზე მსუბუქი კედლის სამშენებლო მასალა.

ჩვენი ქარხნის მიერ დამზადებული ბლოკის ცეხის გარდა, შესაძლებელია ყალიბის შეცვლისა და პატარა მოდიფიკაციის გაკეთების შემდეგ, ცემენტის ბლოკის დანადგარის თიხაზე გადართვა. ასეთ შემთხვევაში ერთჯერადი ფულის ჩადებით, შეგიძლიათ ორი სხვადასხვა საწარმოს ერთობლივად გამოყენება.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

 

24.07.18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არსებობის მცირე ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) მხარდაჭერით სწრაფად ვითარდება. უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტიანი თანამშრომლობა“, – აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც სტეფან ბერნსმა განაცხადა, პროგრესულია საქართველოს მიერ  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგებიც თვალსაჩინოა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ინიციატივების და რეგულაციების შემუშავების კუთხით, რაც სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის №200) გახსნილი ოფისი დაათვალიერეს.

იყიდება ბლოკის ყალიბი

დამზადდა ბლოკის ყალიბი გაზიანტეპში

Ekran Alıntısı

იმის შემდეგ, რაც მუსან ჯგუფმა გაზარდა შეკვეთები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, მოგვიწია უფრო ფართო ქარხანაში გადასხვა. ქარხნის სტრატეგიულად ხელსაყრელ ქააქად ავირჩიეთ თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქი – გაზიანტეპი. ეს ქალაქი განთქმულია როგორც მსოფლიო ხარისხის სამზარეულო კულტურით, აგრეთვე დიდი რაოდენობით საწარმო ქარხნებით. მუსან ჯგუფის ახალი ქარხნის ფართობი 2000 მ2.

ასეთ ქალაქში არ გაგვიჭირდებოდა მაღალი კვალიფიციური პერსონალის აყვანა. დღეს დამზადდა ბლოკის ყალიბები. შეკვეთა დასრულდა მოროკის ბლოკის დანადგარისთვის.

aa

საიმპორტო საქონლის შემცირება დაიწყო

საქ. სტატისტიკური მონაცემთა სამსახურის ცნობით, საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან ექვსი საქონელის ტიპის იმპორტი შემცირებულია. 2015 წელს შემცირდა ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა: ხორბალი, ავტომობილები, მობილური ტელეფონები, არმატურა და სხვა პროდუქტები. ამ პროდუქციის იმპორტის შემცირება იმას მიანიშნებს, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობამ უარი თქვა ფუფუნების საგნებსა და სამომხმარებლო პროდუქციაზე, რის გამოც ქვეყანაში მოხმარებული საქონლის ღირებულებამ იკლო. იმპორტის მოცულობა გასულ წელს სულ 10%-ით შემცირდა.

 

პროდუქციის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

 

მსუბუქი ავტომობილები – $461 მილიონი, კლება $254 მილიონი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $657 მილიონი, კლება $261 მილიონი

ხორბალი – $118 მილიონი, კლება $118 მილიონი

მობილური ტელეფონები – $148 მილიონი, კლება

სიგარეტები – $103 მილიონი, კლება $8 მილიონი

არმატურა – $63 მილიონი, კლება $27 მიილიონი

სხვა პროდუქციის იმპორტი – $4.7 მილიარდი, კლება $800 მილიონი

ყველაზე დიდი ზრდა სამკურნალო საშუალებებისა და ბუნებრივი აირის იმპორტში ფიქსირდება.

 

სამკურნალო საშუალებები – $745 მილიონი, ზრდა $431 მილიონი

ბუნებრივი აირი – $419 მილიონი, ზრდა $51 მილიონი

ფოლადის მილები – $72 მილიონი, ზრდა $66 მილიონი

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $207 მილიონი, ზრდა $42 მილიონი

სამკურნალო საშუალებების იმპორტის ზრდა C ჰეპატიტის პროგრამას უკავშირდება. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა საქართველოს უსასყიდლოდ $400 მილიონის ღირებულების მედიკამენტები გადასცა. ფოლადის მილების იმპორტის ზრდა შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობასთანაა დაკავშირებული, პროექტზე აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე $400 მილიონზე დიდი ინვესტიცია ჩადო. ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა კი ძირითადად რეგიონების გაზიფიცირებას უკავშირდება.

წყარო: tabula.ge