იზობლოკი - ბლოკის დანადგარი

იზობლოკი

იზობლოკი, სხვასახელად – თბოსაიზოლაციო ბლოკი, გამოიყენება კედლის იზოლაციური თვისებების სატარებლად. ასეთი ბლოკის თვისებებია: სითბოს შენარჩუნება, სიცივისგან დაცვა, ხმაურის იზოლაცია, სიმჩატე და სხვ. იზობლოკი ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებში, ამცირებს ხარჯებს, რომლებიც საიზოლაციო ბამბაზე – შუშა-ბამბზე იხარჯებოდა.

იზობლოკის წარმოება, იზოლირებული ბლოკის დანადგარი მზადდება მსგავსი ტექნოლოგიებით, როგორც ჩვეულებრივი ბეტონის ბლოკი. გამოიყენება იგივე ჰიდრავლიკური ბლოკის დანადგარი, რომელსაც დამატებით საყალიბე მოდული აქვს მიმაგრებული. ასეთ ბლოკის ყალიბში, ხალით ეწყობა ქაფი-პლასტმასი (პენოპლასტი), შემდგომ კი ბლოკის ყალიბი ჰიდრავლიკური ბლოკის სამართიდან შედის საპრეს ბლოკის დანადგარში. ასეთი ბლოკის ყალიბი შეიცავ საჭირო სიცარიელეს, სპეციალურ ქაფის ზომაზე.

ჩვენი ცეხის ბლოკის ყალიბები გამოირჩევა შეცვლის სიმარტივით და ხმაჩამხშველი სისტემით. მათი შეცვლა გამარტივებულია, რათა ბლოკის მწარმოებელმა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ღრუტიანი ბლოკისა თუ სხვადასხვა დეკორაციულ ფილებს. ეზოს დეკორაციული ფილები სპეციალური შეკვეთის შემთხვევაში, შეიძლება ატარებდეს სურათს, ლოგოსა თუ ორნამენტს.

თურქეთი-საქართველოს ურთიერთობები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.

აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.

აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის.

სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის – მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დოენზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა “ანკარის განცხადებას”, რომელშიც ასახულია საქრთველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

წარმატებულად გრძელდება ორი ქვეყნის  თანამშრომლობა განათლების სფეროში. 2014 წლის 9 სექტემბერს, თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთის ქართული დიასპორის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სასწავლო პროგრამა – „თურქეთის საჯარო და კერძო სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ 2014-2016 წლებისთვის“. აღნიშნული პროგრამა,  თურქეთის საშუალო სკოლებში მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასებში ქართული ენის შესწავლის მსურველი ათი და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს ქართული ენის შესწავლის 244 საათიან კურსს.

წყარო: http://www.mfa.gov.ge

 

ბლოკის წარმოების ისტორია - ბლოკის დანადგარები

ბლოკის წარმოება

ბლოკის წარმოება პირველად დამზადდა 1890 წელს ჰარმონ პალმერის მიერ. 10 წლის ტესტების შემდეგ, პალმერმა დააპატენტა დიზაინი, რომელიც 1900 ოფიციალურად გამოქვეყნდდა. პარმერის ბეტონის ღრუტიანი ბლოკი შემოიფარგლებოდა სტანდარტული ზომებით – 20*25*76 სმ. ისინი იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე დასადებად გამოიყენებოდა პატარა ამწე. 1905 წლის ბოლოს აშშ-ში 1500 კომპანია ჩართული იყო ბლოკის წარმოებაში.

ოდითგან ასეთ ბლოკებს დღეში 10 ცალს ამზადებდა ყოველი მუშა კაცი. დღეს ბლოკის წარმოების პროცესი ავტომატურია. ბლოკის წარმოება სიჩქარით აღწევს ათი ათასობით ერთეულს დღეში. როგორც მუსან ჯგუფის ბლოკის დანადგარები, ავტომატური თუ მანუალური, ყველა ატარებს იმ პრინციპულ ღრუტიანი ბლოკის წარმოების სტილს რაც იყო ასი წლის წინ.

შემდეგი, სახელად ბლოკის საამქრო სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.

ევროკავშირი

ევროკავშირის 45 მილიონიანი დახმარება

ევროკომისიამ ხელი მოაწერა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს 45 მილიონამდე ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით. ფინანსური დახმარებას დაფარავს საქართველოს ფინანსური საჭიროებების ნაწილს და დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.

მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს როგორც რეგიონული ეკონომიკური რისკები, ისე შიდა ეკონომიკური დისბალანსი. სწორედ ეს კონტექსტი დაედო საფუძვლად მაკროფინანსური დახმარების პროგრამას, რომელიც შემოთავაზებული იყო ევროკავშირის მხრიდან.
პიერ მოსკოვიჩმა, ეკონომიკური და ფინანსური, საგადასახადო და საბაჟო საკითხების კომისარმა, განაცხადა: “საქართველომ აიღო მტკიცე და გრძელვადიანი ეკონომიკური ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მუდმივად მხარს უჭერს და ხელს უწყობს. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მოიცავს პოლიტიკის სფეროში აღებულ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას, გახდეს უფრო სტაბილური, ძლიერი და ინკლუზიურად მზარდი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.”
მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყანას ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვასა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) საქართველოს პროგრამის თანმდევია.

10 მილიონამდე ევრო გაიცემა გრანტების სახით, დანარჩენი 35 მილიონი ევრო – საშუალოვადიანი სესხის სახით, ხელსაყრელი პირობებით.
დახმარება ორ ტრანშად გადანაწილდება. მათი გაცემა დამოკიდებული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულებაზე. თანხების გადმორიცხვა, ასევე, დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს, რომ საქართველოში გაგრძელდეს ეფექტიანი დემოკრატიული მექანიზმების, მათ შორის, მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის დაცვა. საბოლოო ჯამში, თანხების გადმორიცხვა სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

ურთიერთგაგების მემორანდუმში მოცემული პირობები რეფორმების სამთავრობო პროგრამაზეა დაფუძნებული და შეესაბამება რეფორმების იმ მიმართულებას, რომელსაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. პოლიტიკის პირობები მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის, საფინანსო სექტორის, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკის და ბიზნესის გარემოს სფეროებში საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოს მთავრობის მიერ აღებული რეფორმების კურსის მხარდაჭერით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შექმნაში.

შემდეგი ნაბიჯი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში არის საქართველოს პარლამენტის მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირება.

საკითხის ისტორია:

მაკროფინანსური დახმარება საგანგებო ინსტრუმენტია, რომელიც ევროკავშირმა სამეზობლო ქვეყნებისთვის შეიმუშავა კრიზისებზე საპასუხოდ. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარების თანმდევია. მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში სესხების დაფინანსება ხდება კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის მიერ სესხების აღების მეშვეობით. ბენეფიციარი ქვეყნებისთვის თანხები ისეთივე ფინანსური პირობებით გაიცემა სესხად, როგორც ევროკავშირისთვის გაცემული სესხები. მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გაცემული გრანტები ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ევროკომისიამ საქართველოს ახალი მაკროფინანსური დახმარება 2017 წლის სექტემბერში შესთავაზა. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ეს წინადადება 2018 წლის აპრილში მიიღო.

მაკროფინანსური დახმარების ახალი ფაზა მესამეა 2008 წლის შემდეგ. 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში ჩატარებულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ევროკავშირმა 2 მაკრო-ფინანსური დახმარების განხორციელების ვალდებულება აიღო და თითოეული დახმარების ოდენობა 46 მილიონ ევროს შეადგენდა. პირველი ფაზა (მთლიანად გრანტების სახით გაცემული 46 მილიონი ევრო) 2009-2010 წლებში განხორციელდა, მეორე (კვლავ 46 მილიონი – ნახევარი გაიცა გრანტების, ნახევარი სესხების სახით) – 2015-2017 წლებში. მეორე ფაზის ბოლო ტრანში 2017 წლის მაისში გაიცა.

რუსეთის-ზოგიერთ

რუსეთის ზოგიერთ ოლქში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია კომუნისტებმა დაამარცხეს

რუსეთში 9 სექტემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ გუბერნატორობის კანდიდატებმა პირველსავე ტურში გამარჯვება ვერ შეძლეს 22-დან ოთხ ოლქში. პრიმორსკის, ხაბაროვსკის, ხაკასიის და ვლადიმირის ოლქების გუბერნატორობისთვის ბრძოლაში „ედინაია როსიას“ წარმომადგენლები მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ლიბერალ-დემოკრატიული და კომუნისტური პარტიების კანდიდატებს. ამასთან, კომუნისტებმა რუსეთის მმართველი პარტია დაამარცხეს რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ირკუტსკის და ხაკასიის ოლქებში.

ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში გაიმარჯვა მოსკოვის მოქმედმა მერმა, სერგეი სობიანინმა, რომელსაც ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 70%-მა. მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტი ვადიმ კუმინი ხმების 11,44%-ით. მოსკოვში ამომრჩევლთა აქტივობა 30,36% იყო. რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საპენსიო რეფორმის გამო საარჩევნო კამპანია რთული იყო, თუმცა, მმართველმა პარტიამ ღირსეული შედეგი აჩვენა.

თბოსაიზოლაციო ბლოკი

თბოსაიზოლაციო ბლოკი

თბოსაიზოლაციო ბლოკი, გამოიყენება სახლის მშენებლობისას სითბოს ბარიერის შესაქმნელად. მუსან ჯგუფის მიერ წარმოებულ თბოსაიზოლაციო ბლოკის დანადგარი, ამზადებს სხვადასხვა ტიპის ბეტონის ბლოკის ფორმებს. მათშორისაა სანიაღვრე, საბორდიურე, ქვაფენილი ბილიკისა თუ სხვადასხვა ზომის ცემენტის დაპრესილ ბლოკებს. ეს ყველაფენი შესაძლებელია ბლოკის ყალიბის შეცვლით. ბლოკის ყალიბების შეცვლის პროცესი, მოშვებადი ქანჭების მეშვეობითაა გამარტივებული.

თბოსაიზოლაციო ბლოკის დანადგარის დამზადების პერიოდი ძირითადად არ აღემატება 60 დღეს. ამ დროის მანძილზე მუსან ჯგუფის ქარხანა ასწრებს დაამთავროს საჭირო ზომის მშრალი ნარევის მიქსერი – პანმიქსერი, პალეტების ასაწყობი და დისტრიბიუტორული ავტომატიზაცია, ყალიბებითა და მთავარი ბლოკის ცეხით. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად თბოსაიზოლაციო ბლოკის დამზადებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ დამატებითი მოდული. ასეთი მოდულის მეშვეობით შეგეძლებათ ყალიბებში ხელით ჩასვათ იზობლოკის – თბოსაიზოლაციო ბლოკი-სთვის საჭირო ქაფპლასტი (პენოპლასტი).

შემდეგი, სახელად ბლოკის წარმოება  სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.

იყიდება ბლოკის საჭრელი დანადგარი

იყიდება ბლოკის საჭრელი დანადგარი

იყიდება ბლოკის საჭრელი დანადგარი, რა არის ის, რატომ ეძახიან საჭრელს და რა არის სინამდვილეში ბლოკის საჭრელი დანადგარი.

ბლოკის საჭრელი დანადგარი, როგორც ტერმინი, გამოიყენება ბლოკის წარმოებაში: ბეტონის ბლოკების, გაზბლოკების ყალიბებიდან გამოღებისას ნედლად დაჭრისთვის. ცემენტის ნარევის ბოლომდე არ გაშრობა საშუალებას იძლევა ცემენტის მასალის დახერხვას.

ბლოკის საჭრელი დანადგარი შეიძლება ერქვას ისეთ ბლოკის დანადგარს, რომელსაც შეუძლია მშრალი ცემენტის ნარევის სპეციალურად გამოჭრილ ფორმებში ჩატუმბვა-ჩაძეკა. ასეთ დანადგარს ეძახიან საჭრელს, რადგან პროცესი ფორმების გამოჭრას ჰგავს. ასეთ ფორმებს ბლოკის ყალიბებს ეძახიან. ბლოკის დანადგარი, რომელსაც შეუძლია მრავალ ყალიბზე მუშაობა, ნებისმიერი მუსან ჯგუფის მიერ დამზადებული დანადგარია. ყველა დანადგარს, შეუძლია ყალიბის შეცვლა დიდსა თუ პატარას. ჰიდრავლიკური ბლოკის “ვიბროპრესი”.

იყიდება საჭრელი დანადგარი, რომელსაც მოყვება ორ წლიანი გარანტია. ეს არის ჰიდრავლიკური პრესის, ვიბრაციის ძრავების, საკონტროლო მმართველისა და გადასწორების ავზის მექანისმებით აღჭურვილი ცეხი.

შემდეგი, სახელად თბოსაიზოლაციო ბლოკი სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.

მეორადი ბლოკის დანადგარი"

იყიდება ბლოკის დანადგარი

ჩვენთან იყიდება ბლოკის დანადგარი, ბლოკის ცეხი და სახელოსნოები. მზადდება ბლოკის დანადგარის ყალიბები 2 წლიანი გარანტიით. ბლოკის დანადგარისათვის ყალიბების ზომა და ფორმა დამოკიდებულია კლიენტის მოთხოვნაზე. ბლოკის დანადგარის ყალიბების შეცვლით, შეგიძლიათ გააგრძელოთ სხვა ბლოკის წარმოება, თბოსაიზოლაციო ბლოკისა თუ ეზოს დეკორატიული ფილების დამზადებაც კი.

ბლოკის ყალიბების დამზადების შემდეგ, მოთხოვნის მიხედვით შესაძლოა მათი ქრომით დაფარვა, რათა არ მოყვეს დაჟანგვა მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში. ადვილად იყიდება ბლოკის დანადგარი, რომლიც მეორადი გამოყენებისაა, თუ მას მოყვება მზა მოდულები: მიქსერი, ბილიკი, ბუნკერები და სხვა დანამატები. ჩვენს მუსან ჯგუფის ქარხანაში, დროდადრო შეიძლება იშოვოთ მეორადი ბლოკის დანადგარი, რომელსაც მოყვება მზა კომპლექტაცია, განახლდა და მზადაა კვლავ მუშაობისთვის.

საქართველოსთვის დამზადებული ბლოკის დანადგარი იყიდება 2 წლიანი გარანტიით, ერთ კვირიანი ინსტრუქტორის ზედამხედველობით, უფასო სწავლებით, დამონტაჟებით. ბლოკის დანადგარის ყიდვის შემთხვევაში გადაზიდვის, განბაჭებისა თუ ტექნიკოსების გადაყვანის ხარჯები ეკისრება მყიდველს.

შემდეგი, სახელად იყიდება ბლოკის საჭრელი დანადგარი სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.

მუსან ჯგუფი, ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები, ქვაფენილი, ეზოს დეკორატიული ფილები

ეზოს დეკორატიული ფილების დანადგარი

ეზოს დეკორატიული ფილები გამოიყენება, როგორც სახელიდან ხვდებით, ეზოს მოსაპირკეთებლად. ესენია ფილები, რომლებსაც გააჩნია  ორნამენტი, შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა და რაც მთავარია ჟონავს წვიმის წყალს, რაც არ ტოვებს გუბეს. ვის არ უყვარს სოფელი, მაგრამ როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი, როდესაც წვიმის შემდეგაც არ შეგეზაროთ გარეთ გახედვა.

ბლოკის წარმოება - ბლოკის წარხანა-min

ეზოს დეკორატიული ფილები იგება იმის შემდეგ რაც გადასწორდება მიწა, ზედ დაყრილი ლამი (ქვიშის კენჭი), გადაწყოდრება და დაიპრესება. ქვიშის დაყრი საშუალებით ეზოს დეკორატიული ფილებს შორის ჩაჟონილი წყალი პირდაპირ თიხას კი არა, ქვიშას რომ ხვდებოდეს, წვიმის წყლის გამტარიანობა საგრძნობლად გაიზრდება. შეიძლება შეგიმჩნებიათ, დროთაგანმავლობაში, ეზოებში დალაგებული დეკორატიული ფილების ზოგიერთი ნაწილი დროთაგანმავლობაში სისწორეს კარგავს. ეს კი თავდაპირველად დაგებამდე ზედაპირის გამაგრების სამუშაოების ჩაუტარებლობის ბრალია.ყვაფენილის დანადგარი

ჩვენი კომპანიის – მუსან ჯგუფის მიერ მზადდება ბლოკის, ქვაფენილის, ბორდიურისა და სანიაღვრე დანადგარები. ასეთი ფართო არჩევანი განპირობეულია ვიბროპრესის დანადგარის ყალიბების შეცვლის ფუნქციით.

 

შემდეგი, სახელად იყიდება ბლოკის დანადგარი სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.

ბლოკის წარმოება, ბლოკის დანადგარი, ბლოკის სტანოკი, ვიბროპრესი, ცემენტის ბლოკი

ბლოკის სტანოკი

ბლოკის სტანოკი – სხვაგვარად ბლოკის დანადგარი, მოგეხსენებათ ბლოკის წარმოებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენი დანადგარები და ბლოკის ქარხანა მზადდება მაღალი ხარისხის, ჰომოგენური ცემენტის ნარევის გამოყენებით მყარი ბლოკის ფორმებში დასაპრესად. ე.წ “ვიბროპრესი”, გახლავთ იგივე ბლოკის სტანოკის სხვა დასახელება. პრინციპი ერთი და იგივეა: ჩაასხამთ ნარევს, რის შემდგომში მიიღება ცემენტის ბლოკი.
ქვაფენილი-ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები-ეზოს ფილები-ბეტონის ფილები

ბლოკის ქარხანა-ენერგობლოკიბლოკის ყალიბები განსაზღვრავს ბლოკის ფორმას. ბლოკის სტანოკის შეკვეთისას შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ სასურველი ბლოკის ვორმა, ეზოს მოსაპირკეთებელი ბილიკის ორნამენტი, ან პორდიურის სხვადასხვა ზომები, რათა დავამზადოდ თქვენი სასურველი დანადგარის ყალიბი.
მუსან ჯგუფის მიერ წარმოებული, საქართველოში ექსპორტირებული ბლოკის სტანოკების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ასეთი მოთხოვნა განაპირობა მშენებლობის მატებამ თბილისსა და რეგიონებში. ორ წლიანი გარანტიის მქონე ბლოკის დანადგარებს შეუძლია აწარმოოს ქარხნული სიჩქარის, სერიული ავტომატიზაციის პროცესით იზობლოკი, ღრუტიანი აგური ან თბოსაიზოლაციო ბლოკი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე.

შემდეგი, სახელად ეზოს დეკორატიული ფილები სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.