ხელის იაფიანი პანმიქსერი

ხელის მიქსერი, პანმიქსერი ბლოკის ბეტონის საზელი, ხელის ტარებით.
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ხელის პანმიქსერის დამზადება ქარხნული გარანტიითა და პასპორტით.

თუ გაქვთ მცირე ბლოკის წარმოება, და გსურთ წარმოების მცირე ხარჯებით გაფართოვება, საკმარისია გააუმჯობესოთ აზელვა. როგორც მოგეხსენებათ ჩვეულებრივი ბეტონის სარევები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ წყლის თანაბრად განაწილებისთვის. ასეთი ტიპის მიქსერი საჭიროვებს წინასწარ საჭირო მასალების არევას, ხოლო ჩაყრის შემდეგ წყალს გადაანაწილებს ისე, რომ ნარევის ყველა ადგილი თანაბრად იქნება წყლით გაჟონილი.

როგორ უნდა მოიქცეთ რომ არ დაგჭირდეთ ცალკ-ცალკე წვალება და დაზოგოდ არევის დრო, გააუმჯობესოთ ხარისხი და გამოიყვანოთ აზელილი შედარებით მშრალი ნარევი? ამისთვის გამოიყენება ე.წ “პანმიქსერი“.

პანმიქსერი საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია. მის ფასს ზრდის მაღალი ხარისხის რკინა, რომელიც გადაღუნულია წრიულად სარევის გარშემო. მისი სისქის გამო მიქსერს ემატება საგრძნობელი წონა. ამის გარდა მასზე დამონტაჟებული ძლიერი ძრავი ზრდის მის თვითღირებულებას. ჩვენ მიერ გამომუშავებულია ახალი სახის ხელით საზელი პანმიქსერი. მისი საშუალებით შესაძლებელია 100-120 ლიტრიანი ნარევის ხარისხიანად არევა. რაც მთავარია ნარევის მშრალი ფორმა (შედარებით სხვა სარევებთან) გაზრდის ბლოკის სიმკვრივეს. მის დასატრიალებლად საკმარისია 1 მუშის ძალა. ნარევი მზადდება ყოველ 5 წუთში ერთხელ და ერთი მოზელვით შეგიძლიათ დაამზადოთ 10 ც 20-იანი ბლოკი.

შემდეგი, სახელად ბლოკის ცეხის ყიდვა  სტატიის წასაკითხად დააჭირეთ ლინკს.

MUSSAN GROUP აწარმოებს ბლოკის დანადგარებს, ბლოკის ცეხებსა და მზა ბეტონის ქარხნებს. თურქული ხარისხის დანადგარები მზადდება ხანგრძლივი საექსპლოატაციო დროის გათვალისწინებით. მუსან ჯგუფის დამზადებული დანადგარის საგარანტიო ვადა 2 წლამდეა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.