ჩვენს შესახებ

MUSSAN GROUP

შ.პ.ს. MUSSAN GROUP მანქანა-დანადგარების იმპორტისა და ექსპორტის საწარმო

MUSSAN GROUP დაარსდა კომპიუტერული პროგრამების ინჟინერ სალიმ მილეტისა და მშენებელ-ინჟინერ სინან ბაისალის თანამშრომლობით.

2013 წელს სალიმ მილეტი სათავეში ჩაუდგა Beyazlı Group- ის სარეკლამო საქმიანობას ტრაპიზონში და საფუძველი ჩაუყარა 23 ქვეყანაში ბლოკის დანადგარების გაყიდვას.მოგვიანებით, Çiftel Makine-სთან სტამბოლში მუშაობის გაგრძელების და 4 სხვადასხვა ქვეყნაში დანადგარების გაყიდვის შემდეგ, კომპანიიდან წავიდა.

იმისათვის, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის დანადგარები დროულად და ეფექტურად ეწარმოებინა, სალიმ მილეტმა ტრაპიზონის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის პარტნიორ_სინან ბაისალთან ერთად დააარსა კომპანია „ MUSSAN GROUP მანქანა-დანადგარების იმპორტისა და ექსპორტის საწარმო“.

MUSSAN GROUP– მა თავისი საქმიანობა ბლოკისა და ქვაფენილის მანქანა-დანადგარებისა და ყალიბების წარმოებით დაიწყო და ამჟამად აქტიურად აგძელებს ინჟექტორული დანადგარებისა და ყალიბების, ბეტონის ქარხნების, ნედლეულის შემრევების და მათი აღჭურვილობის, ბეტონის მილების მწარმოებელი დანადგარების და მათი დამხმარე აღჭურვილების წარმოება-გაყიდვას.

ჩვენ, ტექნოლოგიებისა და დანადგარების სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული და გამოცდილი პერსონალით, უშეცდომო და სწრაფი მუშაობით,უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით ვქმნით მძლავრი კორპუსის, მაღალი ხარისხის და ხანგრძლივი გამოყენების მანქანა-დანადგარებს.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ბაზარზე არსებულ დანადგარებზე მეტად ხარისხიან და გამძლე პროდუქციას შეღავათიან ფასებში.

თქვენი პარტნიორი

როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე ქვეყნის გარეთ ბლოკის- ქვაფენილის-ბეტონის დანადგარის ყიდვა-გაყიდვასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში თქვენს გვერდით გვიგულეთ.

ჩვენი გამოცდილი გუნდი ინგლისური,არაბული,ფრანგული და ქართულენოვანი გაყიდვების წარმომადგენლებითურთ მზად ვართ დახმარებისთვის.