ღრუტიანი ბლოკის დანადგარი

ღრუტიანი ბლოკი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კაცობრიობამ გამოიგონა თიხის აგური, რათა შეენაცვლა უსწორმასწორო ქვები, აეშენა უფრო სწორი კედელი და ყოფილიყო უფრო მსუფუქი. ასეთი ტიპის ხელოვნური თიხის ქვამ პირველად თავი ძ.წ 4000 წლებში გამოიჩინა. ყველაფერი ტალახისთვის ფორმის მიცემით დაიწყო, მერე ყალიბები განვითარდა, თიხა აღმოაჩინეს და ევრიკა! – აგურის გამოწვა დაიწყეს. ალტერნატიულია სილიკატური აგური, რომლის შესახებაც ინფორმაცია მანამდე ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ.

დღეს აგურს ხშირად დეკორატიული მიზნებით იყენებენ; ხან ბუხრებში სითბოს, ზოგჯერ კი შიდა კედლის დიზაინის შესანარჩუნებლად. აგური ცემენტის ბლოკმა შეცვალა. მოგეხსენებათ, ბეტონის ბლოკი საკმაოდ ბძიმეა აგურთან მოცულობითი შედარებით. მძიმე ცემენტის გარდა შეიცაბს კენჭ-ქვასაც. მის შესამსუბუქებლად იყენებენ ნახერხს. ნახერხი ამცირებს მის წონას, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია? დღეს ბლოკის დანადგარები ამზადებენ ღრუტიან აგურებსაც და ბლოკებსაც. ზუსტად ეს, თითქოს და უმნიშვნელო სხვაობა, ინარჩუნებს სამშენებლო მასალის სიმტკიცეს, მაგრამ ზოგავს მას 20-50% -ით.

ასეთი ღრუტები – ბლოკის დანადგარზე დამაგრებული ბლოკის ყალიბის ფორმითაა განპირობებული.

ლეგობლოკის დანადგარი ამზადებს ისეთი ტიპის აგურებს, რომელიც ლეგოს ჰგავს. ეს აგურები / ბლოკები იმდენად მოხერხებულია, რომ ტრადიციულ აგურზე უფრო მეტად მოთხოვნადია.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.