ქვაფენილის დანადგარი

ქვაფენილის დანადგარი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მუსან ჯგუფის მიერ ქვაფენილის დანადგარების (ე.წ. ბლოკის ცეხის) წარმოებას 2007 წლის დასაწყისიდან დღემდე წარმატებულად აგრძელებს. ჩვენი კომპანიის პირველი პროდუქტი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში დამზადდა. ამ დანადგარებმა მოიპოვა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ თურქეთის ფარგლებს გარეთაც. ამან მოახდინა დადებითი გავლენა მუსან ჯგუფის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.
ჰიდრო-პნევმატური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული ბლოკის, ბარდიურების, სანიაღვრე არხებისა და ბილიკის ანუ ქვაფენილის დანადგარების მსგავსებამ განაპირობა მათი პარალელურად განვითარება. დღეს ქვაფენილის დანადგარი მოიცავს ყველა ფუნქციას იმისათვის, რომ მას შეეძლოს არა მხოლოდ ქვაფენილის, არამედ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბლოკის და ბარდიურების დაპრესვაც. წლების გამოცდილებამ და ტექნიკური ჯგუფის პროფესიონალურმა მიდგომამ ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო დანადგარის ყველა საჭირო თვისება გააერთიანა, რამაც მოგვცა საშუალება ერთი დანადგარის ტრაფარეტული ფორმების შეცვლით ქვაფენილის ბილიკის წარმოებაც.
ჩვენი სპეციალისტები და ინჟინრები მუშაობენ ამ დანადგარების გაუმჯობესებაზე, დანადგარების საბეჭდი ფორმის გადაცვლასა და ფუნქციონალურობის გაუმჯობესებაზე და რაც მთავარია მუშაობის უსაფრთხოებაზე. ყველა დეტალი დამზადებულია მაღალი ხარისხის მეტალისა და სხვა მარერიისაგან რაც რეალურს ხდის მის მრავალწლიან ექსპლოატაციას.

დანადგარების ფასი დამოკიდებულია მათ ძალაზე. ხოლო, მათი ჰიდრავლიკური ძალა, მეტყველებს ერთ დაბეჭდაზე გამოსული პროდუქტის რაოდენობაზე, რაც აისახება თქვენს დღიურ ბრუნვაზე. ქვაფენილის დანადგარი იყოფა რამოდენიმე ჯგუფზე:

  • მექანიკური საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, იპრესება ხელით, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ქვაფენილები და გააგრძელოს შემდეგი წყობის დაბეჭდვა სასურველ თავისუფალ ადგილზე.

    ბლოკის მექანიკური დანადგარი
    ბლოკის მექანიკური დანადგარი
  • მოძრავი ქვაფენილის დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, აქვს ჰიდრავლიკური პრესი, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე აგრეთვე სჭირდება ბუნკერში ნარევის ჩამყრელი ექსკავატორი.

    მოძრავი ბლოკის დანადგარი
    მოძრავი ბლოკის დანადგარი
  • მანუალური ქვაფენილის/ბლოკის დანადგარი: საკმარისია საზელში ცემენტის, წყლის, ქვიშის ჩაყრა, შემდგომ მზა ბლოკების გადაზიდვა საწყობში, სამართავად საჭიროა მემანქანე პულტთან.

    ქვაფენილის დანადგარი
    ქვაფენილის დანადგარი
  • ავტომატური ქვაფენილის/ბლოკის დანადგარი: არ ითხოვს თქვენს ჩარევას გარდა ბულდოზერის მიერ მასალის ჩაყრისა და ზედიზედ დაწყობილი ბლოკების წყობების გადატანის.

    ბლოკის ქარხანა
    ბლოკის ქარხანა

მეორადი ან ახალი ქვაფენილი დანადგარის მყიდველი მას ირჩევს ჩვენთან რამოდენიმე მიზეზის გამო: აიწყო გერმანული და ფინური ელექტრონიკული ნაწილებით, რაც ზრდის მის ვარგისიანობის დროს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მუსან ჯგუფი მზადაა ნებისმიერ მეორადი თუ ახალი ბლოკის დანადგარის მყიდველს მისცეს მისი ფუნქციონალურობის ორ წლიანი გარანტია.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir