საიმპორტო საქონლის შემცირება დაიწყო

aa
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქ. სტატისტიკური მონაცემთა სამსახურის ცნობით, საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან ექვსი საქონელის ტიპის იმპორტი შემცირებულია. 2015 წელს შემცირდა ისეთი საქონლის იმპორტი, როგორიცაა: ხორბალი, ავტომობილები, მობილური ტელეფონები, არმატურა და სხვა პროდუქტები. ამ პროდუქციის იმპორტის შემცირება იმას მიანიშნებს, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობამ უარი თქვა ფუფუნების საგნებსა და სამომხმარებლო პროდუქციაზე, რის გამოც ქვეყანაში მოხმარებული საქონლის ღირებულებამ იკლო. იმპორტის მოცულობა გასულ წელს სულ 10%-ით შემცირდა.

 

პროდუქციის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

 

მსუბუქი ავტომობილები – $461 მილიონი, კლება $254 მილიონი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $657 მილიონი, კლება $261 მილიონი

ხორბალი – $118 მილიონი, კლება $118 მილიონი

მობილური ტელეფონები – $148 მილიონი, კლება

სიგარეტები – $103 მილიონი, კლება $8 მილიონი

არმატურა – $63 მილიონი, კლება $27 მიილიონი

სხვა პროდუქციის იმპორტი – $4.7 მილიარდი, კლება $800 მილიონი

ყველაზე დიდი ზრდა სამკურნალო საშუალებებისა და ბუნებრივი აირის იმპორტში ფიქსირდება.

 

სამკურნალო საშუალებები – $745 მილიონი, ზრდა $431 მილიონი

ბუნებრივი აირი – $419 მილიონი, ზრდა $51 მილიონი

ფოლადის მილები – $72 მილიონი, ზრდა $66 მილიონი

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $207 მილიონი, ზრდა $42 მილიონი

სამკურნალო საშუალებების იმპორტის ზრდა C ჰეპატიტის პროგრამას უკავშირდება. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა საქართველოს უსასყიდლოდ $400 მილიონის ღირებულების მედიკამენტები გადასცა. ფოლადის მილების იმპორტის ზრდა შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობასთანაა დაკავშირებული, პროექტზე აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე $400 მილიონზე დიდი ინვესტიცია ჩადო. ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა კი ძირითადად რეგიონების გაზიფიცირებას უკავშირდება.

წყარო: tabula.ge

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.