ლოგო ბლოკის წარმოება

თიხის აგურის დანადგარი, ლეგო ბლოკი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დღეს მუსან ჯგუფის მიერ განხილული იქნება ბლოკისა და აგურის დანადგარებისათვის გამოყენებული ვიბრაციის საჭიროვება. ბლოკები თუ აგურები, მზადდება ერთმანეთის მსგავსი პრინციპებით. ცემენტის ბლოკში ირევა შემამსუბუქებელი მასალები, ქვიშა-კენჭი, ცემენტი და წყალი. გაშრობის შემდეგ შესაძლებელია ამ ცემენტის ბლოკის გამოყენება. მასთან განსხვავებულია თიხის აგურის დამზადება, რომელიც ყალიბებში ჩატენვის შემდეგ მოითხოვს ღუმელსა და სპეციალურ საშრობს.

ახალი თანამედროვე მეთოდით მზადდება ქვიშისა და გაფილტრული მიწის აგურები, რომლებსაც სპეციალური ქიმიური შენარევებით ემატება სიმკვრივე და არ საჭიროვებს გამოწვას. ასეთ აგურს ეძახიან “ლოგო ბლოკს”. მისი გამოყენება როგორც მუშებისათვის, აგრეთვე სპონსორისთვის ხელსაყრელია, რადგან არ მოითხოვს დიდი რაოდენობით ცემენტის მასას, მათი ერთმანეთთან მიერთებისთვის.

ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით დამზადებულ სამშენებლო ბლოკსა და აგურს ფორმის მიმცემი ძლიერი პრესის გარდა აგრეთვე ესაჭიროვება ვიბრაცია, რომელიც პატარა თიხისა თუ ბოკის, ან და ქვიშის გრანულებს აახლოვებს, რითაც ზრდის ამ პროდუქტის სიმკვრივეს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.