თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

თურქეთი-საქართველოს ურთიერთობები
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.

აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.

აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის.

სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის – მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დოენზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა “ანკარის განცხადებას”, რომელშიც ასახულია საქრთველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

წარმატებულად გრძელდება ორი ქვეყნის  თანამშრომლობა განათლების სფეროში. 2014 წლის 9 სექტემბერს, თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთის ქართული დიასპორის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სასწავლო პროგრამა – „თურქეთის საჯარო და კერძო სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ 2014-2016 წლებისთვის“. აღნიშნული პროგრამა,  თურქეთის საშუალო სკოლებში მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასებში ქართული ენის შესწავლის მსურველი ათი და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს ქართული ენის შესწავლის 244 საათიან კურსს.

წყარო: http://www.mfa.gov.ge

 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.