ბლოკის დანადგარის დასამზადებლად ქვიშის არჩევა

ქვიშა ბლოკის
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ბლოკის დანადგარის დასამზადებლად ქვიშის არჩევა დამწყებისთვის არ არის ადვილი. ამ ბლოგში ავხსნით თუ როგორ ავირჩიოთ ქვიშა ბლოკის დასამზადებლად. რა მნიშვნელობა აქვს კენჭის ზომას. ასეთ საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ბლოგში. შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ქვიშის ტიპი თქვენი ბლოკის დანადგარისთვის.

ქვიშა:

ქვიშა – ბლოკის წარმოებაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბლოკის მასალაა. როგორც ყველა შემადგენელს ახასიათებს, მასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ახლა შევისწავლით მათაც:

1) სამშენებლო ქვიშა –  საუკეთესოა მასალათა შორის. გამოყენებადია ყველა სახის სამშენებლო სამუშაოებისთვის, თავისი შეჭიდულობის შესაძლებლობის წყალობით. ადვილად რეაგირებს ცემენტზე, რითაც საუკეთესო ნარევს ქმნის. ბლოკის წარმოებისათვის წმინდა ქვიშასთან ერთად გირჩევთ კენჭის დამატებას, რომ გაზარდოთ კედლის ბლოკის სიმყარე.

2) მდინარის ლამი ბლოკის დანადგარისთვის იაფი შენარევია. მდინარის ნაპირზე მუშაობისას საკმაოდ ეკონომიური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ზოგიერთი მწარმოებელი ქვიშაში არსებული ორგანიზმებისგან, ნეშომპალისგან გასაწმენდად, რეცხავენ ლამს. ორგანულმა ნარევმა ცემენტში შეიძლება გამოიწვიოს დროთაგანმავლობაში ბლოკის დაშლა.

3) ზღვის ქვიშა  – ბლოკის დანადგარი, რომელიც მუშაობს ამ ქვიშაზე არ ითვლება მიზანშეწონილად. ზღვის ქვიშას, მოგეხსენებათ, არ აქვს კუთხეები, ნამცეცების ერთმანეთთან შეჯახებით მათ დროთაგანმავლობაში მიღებული აქვთ მრგვალი, ბურთვული ფორმა. მათი სიმრგვალის გამო საჭიროვებს უფრო მეტ ცემენტს, ვიდრე მდინარის ქვიშა, აგრეთვე ქვმის აგურს, ან ცემენტის ბლოკს, რომელიც უძლებს წონით დატვირთვებს, მაგრამ არის ადვილად ფშვნადი.

4) პლასტერის ქვიშა – ორგანული შენაერებისგან გაწმენდილი ქვიშა ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ბლოკის დანადგარი, რომელიც მუშაობს ამ ქვიშაზე საჭიროვებს 52,5 ცემენტს. რა თქმა უნდა მხოლოდ ამ ქვიშის გამოყენება არ არის საკმარისი. კარგი იქნება თუ ნარევი იქნება შერეული კენჭებთან ერთად, რათა გაამყაროს ბლოკი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.