მობილური ბლოკის დანადგარი

ქვაფენილის დანადგარი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მობილური ბლოკის დანადგარი კარგია, მათთვის ვისაც უკვე აქვს წამოწყებული პატარა ბლოკის ბიზნესი და სურს დაბალი ხარჯების გაწევით მისი გავითარება, ნაკლები მუშახელის დახმარებით და სწრაფად დაამზადოს სამშენებლო ბლოკი. ამ დანადგარის მნიშვნელოვანი დადებითი თვისებაა გადაადგილების მეშვეობით გამზადებული – ფორმამიცემული, დაპრესილი ნარევის ძირს დადება. მას შეუძლია სხვადასხა ზომის ბლოკისა და მათ შორის ქვის პარკეტის (ქვის მოზაიკური ბილიკის) წარმოება. მაგალითად ერთ ბეჭვდაზე მინიმუმ 6 ცალი 20*40*20 -ზე ზომის ბლოკის ჩამოყრა შეუძლია. ეს პროცესი იკავებს სრულდება 30 წამში. ამ ზომის ბლოკის დღიური გამომუშავება შეადგენს 5500 ცალს. ამ დანადგარის გამძლე მეტალის კონსტრუქვიის ზომები არის 1800×2150×1600 მმ. ყველა ჩვენი აპარატების მუშაობის პრინციპი ვიბრირებაზე და ჰიდრავლიკურ პრესზეა დამოკიდებული, ზუსტად ამის გამო მათი ელექტრო ენერგიის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია. არც ეს მობილური (მოძრავი) ბლოკის დაზგაა გამონაკლისი. მისი ელექტრო ენერგიის მოხმარების ძალა 13 კვატ/სთ შეადგენს. შეძენის შემთხვევაში მოხდება მისი ერთი კონტეინერით გამოგზავნა სასურველ ადგილას საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, თავისი შემადგენელი წონით 2.5 ტ.

ამ დანადგარის მუშაობისათვის სავალდებულოა ჰქონდეს სამოძრაოდ თავისუფალი სივრცე, ღია თუ დახურული, სწორი ბეტონის იატაკით რათა ძირს დადებულმა, დაპრესილმა აგურმა არ დაკარგოს თავისი ფორმა. ამასთანავე მისი კომპაქტურობის ფუნქციის შესანარჩუნებლად არ აქვს დამონტაჟებული ბეტონის სარევი, ასე რომ თქვენ დაგჭირდებათ უკვე დასაბეჭდად გამზადებული ბეტონის ჩასხმა ბუნკერში, ხშირ შემთხვევაში ამას ექსკავატორის დახმარებით აგვარებენ.

 

მობილურიბლოკის დანადგარის პრიორიტეტები:

► აქვს მაღალი ბრუნვის მაჩვენებელი დამხმარე მუშახელის მინიმალური საჭიროებით.

► ნებისმიერი შესაცვლელი ნაწილი ადვილად მოძებნებადია.

► წინამორბედებთან შედარებით გააჩნია დაბალი ელექტრო ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი.

► ადვილად გადაადგილდება ზედ დამონტაჯებული მძლავრე ძრავების საშუალებით, რაც აძლევს უფლებას ატაროს მოძრავი (მობილური) ბლოკის დანადგარი.

► გამოყოფს ნაკლებ ხმაურს ვიდრე სხვა ზომის უფრო დიდი დანადგარები.

► ფორმები არის ადვილად ცვალებადი (ბლოკის ზომები, ბილიკები, ბარდიურები).

► დამონტაჟებისათვის არ საჭიროვებს დამხმარე სპეციალისტების ჯგუფს.

 

დანადგარის ბრძანების პანელი:

  • აკონტროლებს ყველა ელექტრო ენერგიის წყაროს ნაწილებთან
  • დამზადებულია ოპერატორის ექსპლოატაციის მიმდევრობით
  • საჭიროების შემთხვევაში შესაჩერებლად, აღჭურვილია სტოპ ღილაკებით.
  • გამოყენებულია Schneider-ისა და Siemens-ის ტექნოლოგიები.
  • ყველა ძრავს სქვს თავისი დაზღვევა.
  • მოყვება პროგრამული უზრუნველოფა

ტრანსპორტირების ღირებულებას მყიდველი იღებს თავის თავზე. პროდუქტს მოყვება ორ წლიანი გარანტია.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir