Blokis Qarxana

557174_496650350361479_783091804_n
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ჩვენ მიერ წარმოვდება “blokis qarxana”, აგურისა თუ მოსაპირკეთებელი ბილიკის ქვის არა დამზადება, არამედ მის დასამზადებლად საჭირო ინვენტარის გაყიდვა და აგრეთვე ადგილზე დამონტაჟება. თუ თქვენ გსურთ წამოიწყოთ ახალი ბიზნესი ან უბრალოდ დაზოგოდ თქვენი მშენებლობისა თუ სარემონტო სამუშაოების ხარჯი, მაშინ გირჩევთ სამშენებლო ბლოკისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ნაწილი დააბანდოთ თქვენთვის სასურველი ფორმისა თუ შემადგენლობის საჭრელ-საბეჭდ დანადგარში.

ჩვენი პროდუქცია იყოფა რამოდენიმე ძირითად ნაწილად: მექანიკური ეკონომიური დანადგარი – შედარებით ნელი, დაფუძნებულია ხელით მექანიკურ მოძრაობებზე, მობილური დანადგარი – საჭიროებს მზა ბეტონის ჩამსხმელ ექსკავატორსა და მემანქანეს, ნახევრად ავტომატური ლოკალური დანადგარი – საკმაოდ დიდი რაოდენობის დღიური გამომუშავებით (2500-10000 ც), ამასთანავე სრული ავტომატური ე.წ. “blokis qarxana”. ამ გვერდზე ვეცდები ლაკონურად ავღწერო თითოეული აგრეგატის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვისაუბრებ ფასზე და ბეჭვდის სიჩქარეზე, რათა შეძლოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა.

  1. ბლოკის მექანიკური დანადგარი:
    წვავს მცირე რაოდენობის ელექტრო ენერგიას. ხელით ესხმევა ბეტონისა და კენჭის , ზოგიერთ შემთხვევაში ნახერხთან ერთად ნადრევი, ხდება ზედაპირის გადასწორება, რის შემდეგაც ამ ბლოკის დანადგარში დამონტაჟებული მოსაქაჩით თქვენ ხელით პრესავთ ნარევს გამზადებულ აგურის ფორმაზე. ამ დანადგარის ბეჭვდის სიჩქარე გაცილებით ნელია. ერთ დაბეჭვდაზე შეუძლია 2-დან 4-მდე აგურის დაბეჭდა. დადებითი მხარე ისაა, რომ არ გჭირდებათ მისგან დამზადებული ბლოკის გამოღება და გადაზიდვა. საკმარისია მუშაობა განახორციელოთ ბრტყელ და მაგარ ზედაპირზე და ბირდაპირ ჩამოყაროთ ბლოკი და დაელოდოთ გაშრობას. რადგან თითქმის ყველა დეტალი მექანიკურია, მას აქვს მისაღები ფასი.
    მისი სრული ფუნქციონალურობისათვის საჭიროა სწორი და მყარი ზედაპირი.

  2. მობილური ბლოკის დანადგარი:
    წინამორბედისგან განსხვავებით, მას დაემატა ავტომატური გადაადგილების ფუნქცია, ავტომატური პრესითა და ნარევის შაბლონზე (ბლოკის ფორმაზე) გადასწორებით. ამ ფუნქციების საშუალებით მისი მმართავი პირი, რომელისთვისაც განკუთვნილია სპეციალური სავარძელი, არ არის დატვირთული მუდმივი ბეტონის ნარევის გადასწორებითა და ხელით მოქაჩვით. ავტომატური ვიბრაციითა და პრესით გამოყვანილ ბლოკს ემატება მეტი სიმკვრივე და გამძლეობა. ფასზე მეტყველებს მისი ავტომატური გადაადგილება და მისი სიმძიმე. მაგრამ ამას ემატება მისი დაბეჭვდის სიჩქარე რაც მოგცემთ საშუალებას წამოიწყოთ თქვენი მცირე ან გააფართოვოთ არსებული ბიზნესი. მისი სრული ფუნქციონალურობისათვის საჭიროა სწორი და მყარი ზედაპირი, ნარევის ჩამსხმელი ექსკავატორი.

  3. ლოკალური ნახევრად ავტომატური ბლოკის ქარხანა:
    ეს ქარხანისებური ე.ც. “ბლოკის ცეხი” იკავებს 500-1250 მ-კვ. მისი ბეჭვდის რაოდნობა დღიურად 8 საათში აღწევს ათ ათას ერთეულს. ამ ბლოკის დანადგარს ემატება არა მხოლოდ საბეჭდი არამედ საზელი, კონვეიერი და დაბეჭდილი ბლოკის საინების (თასების) გამოსაზიდი სატარებელი. მისი ფუნქციონალურობისათვის საჭიროა მინიმუმ ხუთი მუშახელი და შედარებით დიდი ფართობი.
  4. BLOKIS QARXANA:
    ყველაზე ფართო მაშტაბური სამუშაოებისათვის ბლოკის დამზადებისათვის შესაფერისია ე.წ. blokis qarxana. მისი ბეჭვდის მაღალი სიჩქარის საფუძველზე უწევს სხვვა პროდუქციას ძლიერ კონკურენციას. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ დადებით თვისებად, არის სამი მუშახელის საჭიროვება. ორი მუშა კონტროლისათვის და ერთი მემანქანე მთავარ პულტთან. ყველა დანარჩენი პროცესი ავტომატიზირებულია. კონვეიერიდან გამოსული მზა ბლოკები, დადებული გადასაზიდ ფილებზე, რობოტისებური მექანიზმის დახმარებით იდება ერთმანეთზე და დამზადებული ბლოკების პარტია ელოდება ამწევ-გადამზიდ მანქანას. blokis qarxana გამოირჩევა თავისი სიზუსტითა და მრავალფუნქციონალურობით. ჩვენი კომპანია თავის თავზე იღებს ამ ქარხანის მონტაჟსა და ყველ როგორც ყველა ჩვენს პროდუქტს აქვს, ფუნქციონალურობის გარანტიას. blokis qarxana – ს სრული მუშაობისათვის საჭიროა დიდი ღია ფართი.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir