ბლოკის კრუხისებური დანადგარი

ბლოკის კრუხული დანადგარი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია აღწერს თუ რა არის ბლოკის კრუხისებური დანადგარი. როგორია მისი ექსპლოატაციის წესი, რა დადებით და უარყოფითი თვისებები აქვს. 

მეორე სახელი – ბლოკის მობილური დანადგარი. მობილური, რადგან შეუძლია გადაადგილება, არის მოხერხებული, კომპაქტური. ზოგ მოდელს დამონტაჟებული აქვს ძრავები, რის საშუალებითაც შეგიძლიათ ძალის დატანის მაგივრად ღილაკზე დაჭერით შეასრულოთ ოპერაცია. კრუხისებური ბლოკის დანადგარის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ბრტყელ ზედაპირზე ყალიბის საშუალებით ცემენტის ნარევის დაპრესვა და ბლოკის ფორმის მიცემა. სამშენებლო ბლოკების ფორმა დამოკიდებულია იმ ყალიბის ტიპზე, რომელიც დამონტაჟებულია დანადგარზე. ჩვენი ყალიბების ფართო არჩევანი გაძლევთ საშუალებას პირდაპირ აირჩიოთ სასურველი ნაწარმი შეკვეთის სახით.

ბლოკის დანადგარის ყალიბი
ბლოკის დანადგარის ყალიბი

ყოველ დანადგარს მოყვება თქვენ მიერ არჩეული ყალიბი უფასოდ. ასევე შესაძლებელია თქვენი ნახაზისამებრ ყალიბების დამზადება. ყალიბის ფორმა იძლება CNC დანადგარით, რაც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ყალიბის სტანდარტული ფასი, მიუხედავად სპეციალური ნახაზის მოთხოვნისა.

 

  • ბლოკის ხელის დანადგარი: ჰქვია ხელის რადგან მისი მუშაობა ხელის ძალაზეა დამოკიდებული. მომხმარებელმა უნდა აზილოს ცემენტი და თვითონ ნიჩბით ან ურიკით ჩააყაროს ყალიბს, თვითონ უნდა გადაასწოროს, თუ კლიენტს აქვს ვიბრაციის მოთხოვნა მაშინ შეძლებს მის შერყევას. შერყევის შემდეგ ხელის ძალის გამოყენებით დაპრესავს ბლოკს და გაიმეორებს ამას იქამდე სანამ არ დასრულდება პროცესი. რა თქმა უნდა ამას შეიძლება მოყვებოდეს (მოთხოვნის მიხედვით) ჰიდრავლიკური პრესი, მაგრამ დამწყებებისათვის ფასის მინიმუმზე დაყვანის მიზნით შეიძლება მასზე თავის შეკავება.
    კრუხისებური ბლოკის დანადგარი
    მობილური ბლოკის დანადგარი

    სურათზე ნაჩვენებია მანუალური დანადგარი. მას არ მოყვება ჰიდრო პრესი, მაგრამ აქვს გადასაზიდად დამონტაჟებული ძრავები.

  • მობილური ბლოკის დანადგარი: შედარებით საშუალო დონის დანადგარია, რომლის მუშაობის მთავარი პრინციპი იგივეა- ძირს დაყრით, გასხვავდება სიმძლავრით. მისი დამატებითი ჰიდროპრესი ვიბრაციასთან ერთად აძლევს საშუალება ნაკლები ძალის დატანებით დაამზადეთ მაღალი ხარისხის 4 ან 6 ცალი ბლოკი ერთ დაბეჭდაზე. ხელით ჩაყრის მაგივრად, პრესის ზემოთ დამონტაჟებულია ნარევის ჩასაყრელი ძაბრი. სპეციალური “კოვშის” მეშვეობით ფორტლიფტი ასხამს ამ მასას დანადგარში.

    კრუხისებური ბლოკის დანადგარი
    კრუხისებური ბლოკის დანადგარი
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.