ბლოკის დანადგარის მუშაობის პროცესი

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ბლოკის დანადგარების ერთ-ერთი პოპულარული მოდელი არის მანუალური ბლოკის დანადგარი. მას ეძახიან მანუალურს რადგან თავისი მრავალფუნქციონალურობის მიუხედავად მემანქანის გარდა სჭირდება რამოდენიმე მუშახელი. ესენი არიან ამზელი, დაბეჭდილი ბლოკის გამწევი, მემანქანე, ქვიშისა და ბეტონის მიმტანი. ასეთი მანუალური ბლოკის ცეხის ძირითადი პლიუსი მისი დაბალი ფასი და მრავალფუნქციონალურობის გადაკვეთაა. ასევე მისი ექსპლოატაციის დროს საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ საბეჭდი ბლოკის ფორმა, ზომა თუ ფერი. მას არა მარტო ბლოკის, არამედ ტროტუარის ბილიკისა თუ ბარდიურის ქვის დამზადებაც შეუძლია.

ბლოკის დანადგარის მინი პაკეტს აქვს ასეთი მუშაობის პრინციპი:

  1. სპეციალურ საზელში იყრება საჭირო პროპორციით ბლოკის შემადგენელი კომპონენტები წყლის ჩათვლით.
  2. ნარევის არევის შემდეგ ავტომატურად იტვირთება (საზელზე მაკონტროლებლის კონტროლით) სატარებელ ბილიკზე, ისე რომ აღარ არის საჭირო არც ექსკავატორის არც მუშახელის დახმარებით ამ მასალის ჩატვირთვა საპრეს დანადგარზე.
  3. ბილიკიდან ეს ნარევი ჩაედინება ბლოკის დანადგარის (blokis cexi) ბუნკერში სადაც გროვდება მანამ სანამ მემანქანე არ ჩართავს საპრესს და არ დაიწყებს დაბეჭდვას.
  4. იმის შემდეგ რაც დამზადდება საბეჭდის მიერ ფიცარზე დალაგებული ბლოკები, ადგილიდან დაუძრელად მოხდება მათი ფიცრიანად გაცურება. ამ დანადგართან ერთად მოყოლებული სპეციალური საწევი “ურიკა” გაძლევთ საშუალებას ადვილად შეაცუროთ ფიცარი და გადაიტანოთ სასურველ ადგილას.
blokis cexi ,qarxana danadgari
blokis cexi ,qarxana danadgari

სტანდარტული ბლოკის ცეხის მუშაობის პრინციპი:

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ პაკეტს ემატება რამოდენიმე კომპნენტი: ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირით, კონვეიერის ბილიკი, ცისტერნა, ცემენტის, სატვირთი მილი.

  1. ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირი: გაძლევთ საშუალებას გადაანაწილოთ სხვადასხვა ბლოკში დანამატი მასალა ისე რომ შეიძლებოდეს მისი ხარისხიანად შერევა ცემენტსა და წყალთან შეხებამდე.
  2. დამატებითი კონვეიერის ბილიკი: ქვასა და დანამატებს უკვე გადანაწილებულსა და შესარევად გამზადებულს ყრის საზელში.
  3. ცისტერნა: მასში მოთავსებულია ცემენტის მასა რომელიც იყრება სარევში.
  4. ცემენტის სატვირთი მილი: აგრეგატი,რომლის საშუალებითაც მას ცემენტი იყრება საზელში.

ბლოკის დანადგარის ფასი დამოკიდებულია მის ბლოკის ერთეულების გამომუშავების და ამისათვის საჭირო მუშახელის ექსპლოატაციაზე.

მანუალური დანადგარის მაქსიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)         11000 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                     79
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                            1750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           10 ც. 20-იანი/ 12 ც. 15-იანი/ 14 ც. 10-იანი ბლოკი/ 25 ც. ფასადის (ბილიკის ქვა)
  • პადონის ზომა:                                          95 x 115 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :              6 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                              3 ცალი 40’-იანი და 1 ცალი 20’ -იანი კონტეინერი

მანუალური დანადგარის მინიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)         2.500 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                    37
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                           750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           4 ც. 20-იანი/ 6 ც. 15-იანი/ 8ც. 10-იანი ბლოკი/ 12 ც. ფასადის (მოზაიკური ქვა)
  • პადონის ზომა:                                          50 x 90 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :              8 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                              1 ცალი 20’-იანი კონტეინერი

როგორც ჩანს მონაცემებზე დაყრდნობით, ქარხანის ფართობი და მისი გადაზიდვის საშუალებით კონტეინერების რაოდენობაც კი მეტყველებს ფასზე. რაც დიდია ბრუნვის მოცულობა მით იზრდება თვით დანადგარის სიმძლავრე. დამატებითი ინფრმაციისათვის დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ჩემს პირადზე საქართველო: +955 568 000 865 თურქეთი: (+90) 536 223 01 46 გიორგი

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir